Tor-ერთობა წარმოდგენილია ყველა სახის შემომწირველით. ზოგი დაკავებულია მასალების შედგენითა და ხარვეზების მოხსენებით, სხვები Tor-ის ღონისძიებების ჩატარებითა და მის შესახებ ცნობების გავრცელებით. ბევრი დრო გაქვთ თუ ცოტა მოხალისეობისთვის, მიიჩნევთ თავს თუ არა მცოდნედ ტექნიკურ საკითხებში, ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერ გვსურს შემოუერთდეთ ჩვენს ერთობას. ქვემოთ, იხილავ სხვადასხვა გზებს მოხალისეობისთვის Tor-ის ერთობაში, აგრეთვე სასარგებლო მასალებს, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ დაეხმაროთ Tor-ს.
გადამზადება
ასწავლით Tor-ის შესახებ თქვენს ერთობას? ეს მასალები გამოგადგებათ.
გავრცელება
მიაწოდეთ Tor-ის მასალები თქვენს ერთობას, მომდევნო შეხვედრებისას.
Onion-მომსახურებები
Onion-მომსახურებები გეხმარებათ კავშირში მომხმარებლებთან ზედამხედველების გარეშე. იხილეთ, როგორ გამართოთ.
სხვადასხვა ენებზე მორგება
ჩვენ გვსურს მოვემსახუროთ ყველას, მთელ მსოფლიოში, ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი პროგრამა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მრავალ ენაზე.
სამომხმარებლო კვლევა
ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებელთა პირად მონაცემებს სამომხმარებლო კვლევისას.
გადამცემის ამუშავება
გადამცემები Tor-ქსელის ხერხემალს წარმოადგენს. დაგვეხმარეთ, ავასწრაფოთ და გავაძლიეროთ Tor დღესვე, ახალი გადამცემის გაშვებით.