გმადლობთ, თარგმნაში დახმარების სურვილის გამოჩენისთვის!

თარგმნის საფოსტო ჯგუფი

სხვა მთარგმნელებთან კავშირისთვის, გეპატიჟებით Tor-ის თარგმნის საფოსტო ჯგუფში, სადაც განიხილება თარგმანის დაგეგმვა, გადაწყვეტილებების მიღება, ხარვეზების მოხსენება წყაროში და ა. შ. გთხოვთ წარადგინოთ თავი და დასვათ ნებისმიერი კითხვა, გამოწერის შემდგომ.

თარგმნის საიტი

ჩვენს თარგმნით საქმიანობას უზრუნველყოფს Localization Lab Hub ვებსაიტი Transifex-ზე, თარგმნის ცალკე პლატფორმა.

წვლილის შესატანად, დაგჭირდებათ ანგარიში Transifex-ზე. აქაა მცირე მიმოხილვა, ამ პროცესის.

ანგარიშის შექმნა Transifex-ზე

  1. გადადით Transifex-ანგარიშის შესაქმნელ გვერდზე. შეიყვანეთ თქვენი მონაცემები შესაბამის ველებში და დააწყაპეთ „Sign up“ ღილაკს: ანგარიშის შექმნა Transifex-ზე
  2. შეიყვანეთ შემდეგ გვერდზე თქვენი სახელი და მიუთითეთ „Localization“ და „Translator“ ჩამოსაშლელი მენიუდან. შეავსეთ მონაცემები
  3. შემდეგ გვერდზე, აირჩიეთ „Join an existing project“ პროექტში ჩასართავად.
  4. მომდევნო გვერდზე კი აირჩიეთ ენა, რომელზეც საუბრობთ, ჩამოსაშლელი მენიუდან და განაგრძეთ.
  5. თქვენი ანგარიში უკვე შექმნილია! გადადით Tor-ის Transifex-გვერდზე.
  6. დააწკაპეთ მარჯვნივ არსებულ ლურჯ ღილაკს „Join Team“ გუნდში შემოერთებისთვის: Join Team
  7. მიუთითეთ ენა, რომლიდანაც გსურთ თარგმნოთ, ჩამოსაშლელი მენიუდან: Choose Language
  8. შეტყობინება ნაჩვენები იქნება გვერდის თავში ამგვარად: Request Submitted
  9. თარგმნის დაწყებამდე, გთხოვთ გადახედოთ Tor-პროექტის გვერდს Localization Lab ვიკიზე.
  10. გთხოვთ, გაეცნოთ L10n ვიკიგვერდებს მთარგმნელთათვის და ასევე, მიმომხილველთათვის. ამ გვერდზე მოცემულია მითითებები, სასარგებლო მასალები და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაგეხმარებათ წვლილის სრულყოფილად შეტანაში.

თქვენი წევრობის დამოწმების შემდეგ, შეგეძლებათ დაწყება.

IRC-არხი

ჩვენ ვსაუბრობთ #tor-l10n არხზე oftc IRC-ქსელში. გთხოვთ შემოგვიერთდეთ, თარგმნის საკითხების განხილვაში (l10n)!

Tor-ის ყოველთვიური საუბრები თარგმნაზე

ჩვენ ვიკრიბებით irc-არხზე თვის ყოველ მე-3 პარასკევს. შემოგვიერთდით და გაესაუბრეთ სხვა მთარგმნელებს, დასვით კითხვები ან უბრალოდ, თარგმნეთ ერთობლივი ძალებით.