Onion-მომსახურებების გამშვებები საჭიროა გაეცნონ სამუშაო უსაფრთხოებისა და სისტემის ზედამხედველობის საკითხებს, დაცულობის უზრუნველსაყოფად. უსაფრთხოების გარკვეული წესებისთვის, გთხოვთ იხილოთ Riseup-ის მასალები „Tor Hidden (Onion) Services Best Practices“. აგრეთვე, აქაა ვინაობის გაუმხელობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  • As mentioned here, be careful of letting your web server reveal identifying information about you, your computer, or your location. მაგალითად, მკითხველებს შეუძლიათ დაადგინონ thttpd არის თუ Apache, ამასთან, თქვენს საოპერაციო სისტემას უკეთ გაეცნობიან.
  • თუ თქვენი კომპიუტერი არ იქნება ქსელში მუდმივად, შესაბამისად ვერც onion-მომსაურება ვერ იქნება. ეს უმჟღავნებს მონაცემებს ჩასაფრებულ მოწინააღმდეგეებს.
  • ზოგადად, უმჯობესია onion-მომსახურებები განთავსდეს Tor-კლიენტზე, ვიდრე Tor-გადამცემზე, ვინაიდან გადამცემის მუშაობის დრო და სხვა მახასიათებლები, საჯაროდაა ხილული.
  • რაც უფრო დიდხანსაა onion-მომსახურება ქსელში, მით უფრო მეტია საფრთხე, მისი მდებარეობის აღმოჩენის. ყველაზე ხშირია შეტევებისთვის დახასიათების შედგენა Onion-მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ, მონაცემების გატარებაზე ხელოვნურ ზეგავლენასთან თანხლებით.
  • კიდევ ერთი გავრცელებული საკითხია, უნდა გამოიყენოთ თუ არა HTTPS თქვენი Onion-საიტისთვის. გადახედეთ ამ სტატიას Tor-ის სვეტზე, აღნიშნული საკითხების უკეთ გასაცნობად.
  • თქვენი Onion-მომსახურების დასაცავად ძლიერი შეტევებისგან, სასურველია გამოიყენოთ Vanguards დამატება, იხილეთ Tor სვეტზე რა არის Vanguards და გაეცანით Vanguards-ის უსაფრთხოების ᲬᲔᲡᲔᲑᲡ.