ადმინისტრატორის წვდომა: რომ დაყენდეს Tor, საჭიროა ძირეული უფლებები. ქვემოთ ყველა ბრძანება, რომელიც საჭიროებს ძირეული მომხმარებლის უფლებით გაეშვას, როგორც apt და dpkg, წარმოდგენილია ნიშანით '#', ხოლო ბრძანებები რომლებიც აღნიშნულია '$' მომხმარებლით, მიუთითებს რომ ჩვეულებრივ ტერმინალში იწერება. ძირეული მომხმარებლის ტერმინალის გასახსნელად რამდენიმე გზაა: sudo su, ან sudo -i, ან კიდევ su -i. გაითვალისწინეთ, რომ sudo ითხოვს მომხმარებლის პაროლს, მაშინ როცა su მოელის სისტემის ძირეულ პაროლს.
macOS
- დააყენეთ კრებულების მმაღველი
კრებულების ორი მმართველია OS X-ზე: Homebrew და Macports. შეგიძლიათ აირჩიოთ სურვილისამებრ.
Homebrew-ის დასაყენებლად, მითითებები იქნება მისამართზე brew.sh.
Macports-ის დასაყენებლად, მიჰყევით მითითებებს მისამართზე macports.org/install.php.
- კრებულის დაყენება
თუ გიყენიათ Homebrew, ტერმინალში აკრიფეთ:
# brew install tor
თუ გიყენიათ Macports, ტერმინალში აკრიფეთ:
$ sudo port install tor
Debian / Ubuntu
არ გამოიყენოთ კრებულები Ubuntu-ს universe-იდან. წარსულში საიმედოდ არ განახლებულა. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა მდგრადობასა და უსაფრთხოებას ზიანი მიდგომოდა.
- გამართეთ Tor-კრებულების საცავი
აამოქმედეთ Tor-პროექტის კრებულის საცავი მოცემული მითითებებით.
კრებულის დაყენება
# apt install tor
Fedora
- გამართეთ Tor-კრებულების საცავი
დაამატეთ მოცემული ჩანაწერები ფაილში /etc/yum.repos.d/tor.repo და შემდეგ დააყენეთ Tor-კრებული.
[tor]
name=Tor for Fedora $releasever - $basearch
baseurl=https://rpm.torproject.org/fedora/$releasever/$basearch
enabled=1
gpgcheck=1
gpgkey=https://rpm.torproject.org/fedora/public_gpg.key
cost=100
კრებულის დაყენება
# dnf install tor
FreeBSD
კრებულის დაყენება
# pkg install tor
OpenBSD
კრებულის დაყენება
# pkg_add tor
Tor-ის დაყენება წყაროდან
- ჩამოტვირთეთ უახლესი გამოშვება და დამოკიდებული კრებულები
უახლესი გამოშვების Tor შეგიძლიათ მონახოთ ჩამოტვირთვების გვერდზე.
თუ წყაროს კოდიდან აწყობთ, ჯერ დააყენეთ libevent, შემდეგ კი დარწმუნდით რომ გაქვთ openssl და zlib (მათ შორის -devel კრებულები, თუ შეესაბამება).
დააყენეთ Tor
tar xzf tor-0.4.3.6.tar.gz; cd tor-0.4.3.6
./configure && make
ახლა კი შეგიძლიათ გაუშვათ tor როგორც src/app/tor (0.4.3.x და ახლებზე), ან შეგიძლიათ გაუშვათ make install
(ძირეულად, თუ საჭიროა) რომ დააყენოთ მისამართზე /usr/local/, შემდეგ კი შეგეძლებათ ჩართოთ, უბრალოდ Tor-ის გაშვებით.