აცნობეთ მსოფლიოს Tor-ის შესახებ

ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ, როცა ხალხი საკუთარ საზოგადოებას აცნობს ხოლმე Tor-ს სხვადასხვა ღონისძიებებისას, კონფერენციებისა თუ შეხვედრებისას. ჩვენ გამზადებული გვაქვს მშვენიერი მასალები და ვისურვებდით გამოიყენოთ სხვებისთვის პირადად ან სოციალური ქსელებით გაზიარებისთვის.

ერთობა

ქუჩაში დასარიგებელი ნაკრები

ეს ნაკრები შეიცავს ამოსაბეჭდ ბროშურებს, მისაწებებლებსა და სხვა სახის მასალებს, ხალხის Tor-ით დასაინტერესებლად.

ისაუბრეთ Tor-ზე

აქ იპოვით მასალებს Tor-ის საფუძვლების განმარტებებზე და საერთო წარმოდგენებს, შეხედულებებს Tor-ზე სიტყვით გამოსვლის მოსამზადებლად, სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად და ა.შ.

მოაწყვეთ Tor-შეხვედრა

იხილეთ, როგორ უნდა მოაწყოთ Tor-შეხვედრა მეგობრებთან ერთად.

Tor-ის წარმდგენთა განყოფილება

ჩვენ გვაქვს ცალკე ჯგუფი Tor-ის იმ მოხალისეებისთვის, რომლებიც მზად არიან სიტყვით გამოსვლისთვის თქვენს მომდევნო ღონისძიებაზე. შეგიძლიათ ითხოვოთ სიტყვით გამომსვლელი ელფოსტაზე speaking@torproject.org თქვენთვის სასურველი საკითხით, ენის საჭიროებებით, თარიღით და სხვ.

სიტყვით გამომსვლელის მოთხოვნა

მოახლოებული Tor-ღონისძიებები