ზეპირსიტყვიერი კავშირი უკიდურესად მნიშვნელოვანია მეტი ადამიანისთვის ხმის მისაწვდენად და მათთვის, ინტერნეტში თავდაცვის გზების შესასწავლად. აქ იხილავთ, როგორ შეგიძლიათ დახმარება:
პირადულობა და თავისუფლება ადამიანის ძირეული უფლებებია.
ეს უფლებები მსოფლიოს არაერთ ნაწილში უარყოფილია, თუმცა Tor მათი დაბრუნების საშუალებას იძლევა.
თვალთვალი და მეთვალყურეობა ფართოდაა გავრცელებული.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირადულობა ინტერნეტში თავისთავად დაცული უნდა იყოს და სწორედ ამის საშუალებას იძლევა ჩვენი პროგრამები.
პირადულობა არ გულისხმობს, რომ დასამალია რამე.
პირადულობა გულისხმობს დავიცვათ ის, რაც ადამიანებად გვაქცევს: საკუთარი შიშები, ურთიერთობები და სისუსტეები.
ინტერნეტით სარგებლობის მსურველთა საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, დაუშვებელია.
მეთვალყურეები ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან, მაგრამ მეტად უსაფრთხო ინტერნეტის მიღწევა, მაინც შესაძლებელია.
Tor-პროგრამის შემქმნელია Tor-პროექტი, 501(c)(3) გადასახადებისგან თავისუფალი არამომგებიანი დაწესებულება.
ჩვენ ვქმნით თავისუფალ და ღია წყაროს პროგრამულ უზრუნველყოფას, საყოველთაო გამოყენებისთვის.
Tor-პროგრამას მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიო მასშტაბით.
ჟურნალისტები, სამართლიანობისთვის მებრძოლები და ინტერნეტის ყოველდღიური რიგითი მომხმარებლები, მეტად დამოკიდებულნი არიან Tor-ზე.