Tor-ქსელი დამოკიდებულია მოხალისეებზე, რომლებიც სწირავენ თავიანთ გამტარუნარიანობას. რაც უფრო მეტი ადამიანი გაუშვებს გადამცემს, მით უფრო უკეთ იმუშავებს Tor-ქსელი. ამჟამინდელი Tor-ქსელი იმაზე გაცილებით მცირეა, ვიდრე Tor-ით სარგებლობის მსურველებს ესაჭიროებათ, ეს კი ნიშნავს რომ თქვენნაირი ცალკეული მოხალისეების დახმარება გადამცემების გასაშვებად, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია.

Tor-ის გადამცემის გაშვებით, დაგვეხმარებით რომ გავხადოთ Tor-ქსელი:

  • სწრაფი (შესაბამისად მეტად გამოსადეგი)
  • მეტად მტკიცე, შეტევების წინააღმდეგ
  • მეტად მდგრადი შეფერხებებისგან
  • მეტად უსაფრთხო, მომხმარებლებისთვის (თვალთვალი ბევრ გადამცემზე გაცილებით რთულია)

გადამცემის გაშვება საჭიროებს ტექნიკურ უნარებსა და პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ შევქმენით მდიდარი მასალა, ჩვენი გადამცემების მუშაობის უზრუნველმყოფთათვის.

ერთობა

გადამცემის სახეები Tor-ქსელში

ხიდებს, მცველებს, შუალედურ გადამცემებსა და გამსვლელ წერტილებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Tor-ქსელის მუშაობაში. იხილეთ ვრცლად, რომელიც სხვადასხვა გადამცემი შეგიძლიათ გაუშვათ.

გადამცემის მოთხოვნები

Tor-გადამცემების მოთხოვნები დამოკიდებულია გადამცემის სახეობასა და გამტარუნარიანობაზე, რომელსაც უნდა იძლეოდეს. ვრცლად, გადამცემის შესაბამისი საჭიროებების შესახებ.

ტექნიკური საკითხები

როგორ უნდა მონახოთ სანდო მომწოდებელი განსათავსებელი სივრცისთვის, რა არის AS და საოპერაციო სისტემის დანაწილება.

ტექნიკური გამართვა

როგორ შეიძლება დაყენდეს და გაიმართოს თითოეული სახის გადამცემი: ხიდი, მცველი, შუალედური და გამსვლელი.

ერთობა და სამართლებრივი მასალები

როგორ უნდა შეუერთდეთ Tor-ის გადამცემების გამშვებთა ერთობას, რჩევები, დარღვევებზე მიღებულ საჩივრებზე პასუხისგებასთან დაკავშირებით და როგორ შექმნათ გადამცემის გაშვებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია.

მხარდაჭერის მიღება

როგორ უნდა მიიღოთ მხარდაჭერა, თუ ხარვეზებს წააწყდებით

დაუკავშირდით გადამცემების გამშვებებს

საუკეთესო წყარო ინფორმაციისა, გადამცემების გამშვებთა მხურვალე ერთობაა tor-relays საფოსტო ჯგუფსა და IRC-არხზე #tor-relays in irc.oftc.net.

გადამცემების გამშვებთა საფოსტო ჯგუფი