სამართლებრივი მასალები

გამსვლელი გადამცემის მფლობელებმა უნდა გააცნობიერონ შესაძლო საფრთხეები, რაც უკავშირდება გამსვლელი გადამცემის გაშვებას. ქვეყნების უმეტესობაში, ხიდები და მცველი/შუალედური გადამცემები, ყველაზე დაბალი საფრთხის შემცველია გამშვებთათვის. გამსვლელი გადამცემების ირგვლივ, შეიძლება წარმოიშვას სამართლებრივი დაბრკოლებები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, მათი გადაწყვეტა შესაძლებელია საჩივარზე გამზადებული საპასუხო წერილით, გამავალი კვანძის სახლის ნაცვლად დაწესებულებიდან გაშვებითა და Tor-ის მხარდამჭერი სამართალმცოდნეთა მიერ შეგროვებული სამართლებრივი სახის მასალების გაცნობით.

EFF Tor სამართლებრივი ხ.დ.კ. პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს, გადამცემის გაშვებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. ჩვენ ასევე გირჩევთ Noisebridge-ის ვიკის დამატებითი გამოსადეგი მასალის სახით.

ზოგადად კი კარგი იქნება, თუ რჩევისთვის გაესაუბრებით სამართალმცოდნეს, სანამ გადაწყვეტთ გამსვლელი გადამცემის გაშვებას, განსაკუთრებით, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც აღნიშნული სახის გადამცემის გამშვებებს ავიწროებენ ან პირველი ხართ თქვენს რეგიონში, ამ საკითხით დაინტერესებული. მიმართეთ ციფრული უფლებების დამცველ ადგილობრივ დაწესებულებებს, თუ გააჩნიათ სამართლებრივი რჩევებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა, ხოლო თუ არ იცით თქვენს რეგიონში რომლებია მსგავსი დაწესებულებები, მიწერეთ EFF-ს და გაიგებთ, შეძლებენ თუ არა დაგაკავშირონ.

აგრეთვე, იხილეთ Tor-ის გამავალი კვანძის სახელმძღვანელო.

პასუხი საჩივრებზე დარღვევების შესახებ

გადამცემების მმართველებს შეუძლიათ შეაგროვონ მიღებულ დარღვევებზე საჩივრების საპასუხო ნიმუშები, Tor-ის შექმნილი უამრავი ნიმუშიდან: Tor-ის ბოროტად გამოყენების ნიმუშები.

მნიშვნელოვანია, რომ დარღვევაზე საჩივრებს პასუხი დროულად გაეცეს (ჩვეულებრივ 24 საათში). თუ მომწოდებელს გააღიზიანებს დარღვევების რაოდენობა, შეგიძლიათ დაშვებული პორტების შემცირება, გამსვლელი კვანძის დებულებაში. გთხოვთ, აღწეროთ თქვენი გამოცდილება ახალ მომწოდებლებთან შემდეგ გვერდზე: GoodBadISPs

სხვა სასურველი დოკუმენტები:

გადამცემის გაშვება სხვების დახმარებით

გადამცემების გაშვება უფრო მოსახერხებელია სხვების ჩართულობით! შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი უნივერსიტეტის განყოფილებას, დამქირავებელს ან დაწესებულებას, ასევე ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა Torservers.net, გადამცემის გასაშვებაში დასახმარებლად.

Torservers.net

Torservers დამოუკიდებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელია, რომელიც ეხმარება Tor-ქსელს მაღალი გამტარუნარიანობის Tor-გადამცემების გაშვებით.

Torservers-თან თანამშრომლობა კარგი გზაა Tor-გადამცემების მუშაობის უზრუნველმყოფთა ერთობაში გასაწევრიანებლად და დაგეხმარებათ გადამცემების სხვა გამშვებებთან დასაკავშირებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

Torservers-თან თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვანია ჯგუფის შეკრება (თავიდან 3-5 კაცამდე მაინც) ხალხისგან, რომლებსაც სურვილი ექნებათ გადამცემების გაშვებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის.

ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთნდობა უნდა არსებობდეს და თითოეული პასუხისმგებლობას იღებდეს, გადამცემების გრძელვადიან მუშაობაზე.

თუ არავის იცნობთ თქვენს სოციალურ ქსელში, გადამცემების გაშვებით დაინტერესებულს, შესახვედრად ერთ-ერთი გამოსადეგი ადგილი შეიძლება იყოს თქვენთან ახლომდებარე საჯარო სამუშაო სივრცეები (hackerspace).

მას შემდეგ რაც ჩამოგიყალიბდებათ ნდობა ჯგუფის წევრებთან, რეგიონის შესაბამისად, ხშირად სასურველია ხოლმე რამე სახის არამომგებიანი ორგანიზაციის შექმნა.

ეს გამოსადეგია საბანკო ანგარიშის ქონისთვის, საკუთრების გასაზიარებლად, დაფინანსების მისაღებად ა. შ. ბევრ ქვეყანაში, ორგანიზაციის სახით საქმიანობას, ნაცვლად ინდივიდუალურისა, ხშირად სამართლებრივი დაცვის უკეთესი საშუალებები გააჩნია.

შემდეგი ნაბიჯია აპარატურის, ქსელთან კავშირებისა და სერვერის ჰოსტინგის მომსახურების მოძიება. თქვენს ადგილმდებარეობასა და მოცემულ არეში, ტექნიკურ ერთობებთან კავშირების მიხედვით, ეს უკანასკნელი შეიძლება ყველაზე რთული იყოს.

ინტერნეტის ადგილობრივ, მცირე მომწოდებლებს ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ გამტარუნარიანობის რეზერვები და შესაძლოა დაინტერესდნენ თქვენი ჯგუფის მხარდაჭერით, გამტარუნარიანობითა და ღრუბლოვანი საცავებით.

მეტად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ინტერნეტის ამგვარ მომწოდებლებთან.

თქვენს უნივერსიტეტში

ბევრი განყოფილება კომპიუტერული მეცნიერებების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები და ცალკეული სტუდენტები ან ფაკულტეტები უშვებენ ხოლმე გადამცემებს საუნივერსიტეტო ქსელებიდან.

ასეთ უნივერსიტეტებს განეკუთვნება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT CSAIL), ბოსტონის უნივერსიტეტი, ვატერლოოს უნივერსიტეტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჩრდილოაღმოსავლეთის უნივერსიტეტი, კარლსტადის უნივერსიტეტი, შტუტგარტის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ-ალექსანდრეს ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი.

ვრცლად, მხარდაჭერის მიღების თაობაზე, უნივერსიტეტის ქსელში გადამცემის გაშვების შესახებ, იხილეთ EFF-ის მასალებში: Tor on campus Part 1 - It's Been Done Before and Should Happen Again და Part 2 - Icebreakers and Risk Mitigation Strategies.

თქვენს კომპანიაში ან დაწესებულებაში

თუ თქვენ მუშაობთ Tor-ის მიმართ მეგობრულ კომპანიაში ან დაწესებულებაში, ეს კიდევ ერთი საუკეთესო გზაა გადამცემის გასაშვებად. ზოგიერთ კომპანიასაც აქვს გაშვებული გადამცემები, მათ შორისაა Brass Horn Communications, Quintex Alliance Consulting, Private Internet Access, Boing Boing და OmuraVPN.

ზოგიერთი დაწესებულებაც უზრუნველყოფს Tor-გადამცემების გაშვებას, ასეთებია Digital Courage, Access Now, Derechos Digitales, Enjambre Digital და Lebanon Libraries ნიუ-ჰემფშირში.

გაუმართავი გადამცემები

გაუმართავი გადამცემია ის, რომელიც არ მუშაობს სწორად ან უნებართვოდ ერევა მომხმარებლის კავშირებში. ეს შეიძლება იყოს წინასწარგანზრახული ან არასათანადო გამართვის შედეგი. ბევრი გაუმართავი გადამცემი აღმოჩენილია ჩვენი დიდი ერთობის წყალობით, ასე რომ დიდი მადლობა დახმარებისა და ყურადღებისთვის! იხილეთ, თუ როგორ შეგიძლიათ მოგვახსენოთ გაუმართავ გადამცემებზე.

სხვა სასარგებლო მასალები

გილოცავთ, თქვენ Tor-გადამცემის გამშვები ხართ ოფიციალურად! შემდეგ რა ხდება?

  • შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს გადამცემზე მიმოცვლილი მონაცემები და სტატისტიკა გადამცემების საძიებელში (თქვენი გადამცემი გამოჩნდება „გადამცემების საძიებელში“ გაშვებიდან, 3 საათის შემდეგ).

  • კიდევ უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადამცემების შესახებ, იხილეთ Tor-ის ხ.დ.კ.

  • და რაც მთავარია, მოგვწერეთ tshirt@torproject.org მისამართზე და მოითხოვეთ თქვენი ნადავლი. ესაა ჩვენი სამადლობელი, ინტერნეტში პირადი მონაცემებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის საქმეში წვლილის შეტანისთვის.

Tor-ის საჩივრის ნიმუშები

როგორც მოეპყროთ საჩივრებს

Tor-გადამცემი უნივერსიტეტებში

როგორ გავუჩინო სურვილი ჩემს უნივერსიტეტს / ინტერნეტის მომწოდებელს / ან სხვას მხარი დამიჭიროს გამსვლელი გადამცემის გაშვებაში?

კარგი და ცუდი მომწოდებლები

ინტერნეტი ზოგი მომწოდებელი Tor-ისადმი კეთილგანწყობილი, ზოგი კი არა

Tor-ის გამსვლელის მითითებები

გამსვლელი გადამცემის საკითხების სწრაფი მიმოხილვა

სამახსოვრო

თუ გაშვებული გაქვთ სწრაფი გადამცემი ან რამე სხვა კარგი საქმე გააკეთეთ, საშუალება გაქვთ მიიღოთ ჩვენგან სამახსოვრო.

გადამცემის გაერთიანებები

გადამცემის გაერთიანებები დამოუკიდებელი დაწესებულებებია, რომლებიც ამუშავებს გადამცემებს Tor-ქსელში.

სამართლებრივი ხ.დ.კ. Tor-გადამცემის გამშვებთათვის

ხ.დ.კ. დაწერილია „ელექტრონული სასაზღვრო ფონდის“ (Electronic Frontier Foundation – EFF) მიერ. ბოლო განახლება 27 აპრილი, 2020.

გაუმართავი გადამცემები

იხილეთ, თუ როგორ ხდება მოხსენება იმ გაუმართავი გადამცემების, რომლებიც ან არასათანადოდ მუშაობს, ან ერთვება მომხმარებლების კავშირებში.