წააწყდით გაუმართავ, მავნე ან საეჭვო გადამცემს Tor-ით სარგებლობისას? გთხოვთ, გვაცნობოთ ელფოსტის გამოგზავნით მისამართზე: bad-relays ᲐᲑᲝᲠᲑᲐᲚᲐ lists ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘ torproject ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘ org! ბევრი გაუმართავი გადამცემი აღმოჩენილია ჩვენი დიდი ერთობის წყალობით, ასე რომ დიდი მადლობა დახმარებისა და ყურადღებისთვის! მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება უარყონ გადამცემები, შეგიძლიათ იხილოთ ქსელის სიჯანსაღის ვიკიში.

რა არის გაუმართავი გადამცემი?

გაუმართავი გადამცემია ის, რომელიც არ მუშაობს სწორად ან უნებართვოდ ერევა მომხმარებლის კავშირებში. ეს შეიძლება იყოს წინასწარგანზრახული ან არასათანადო გამართვის შედეგი. ამის ზოგიერთი მაგალითია...

  • გატარებული მონაცემების ხელყოფა ნებისმიერი გზით (მათ შორის, დამყარებული კავშირების შეწყვეტა). ეს, შესაძლოა იყოს შემთხვევითი (თუნდაც ანტივირუსის გამო) ან მავნე (უმეტესად SSLStrip, რომლითაც https:// იცვლება http:// თავსართით, ინფორმაციის მოსაპოვებლად) ანდაც, გამიზნული (როგორიცაა მე-7 დონეზე გამოკვლევა, მონაცემთა გამჭოლი მიმოცვლის აღმოჩენა/შესუსტებისთვის).
  • HSDir-ების გაშვება, .onion-მისამართებზე ინფორმაციის მოპოვება-გამორკვევისთვის
  • არამართებული ჩარევა DHT-ის მუშაობაში, რომელიც გამოიყენება onion-მომსახურებებისთვის, მაგ. საკუთარი თავის მითითება DHT-ში.
  • ისეთი DNS-მომწოდებლის გამოყენება, რომელიც ზღუდავს შედეგებს (მაგალითად, გარკვეული წესით დაყენებული OpenDNS ან Quad (9.9.9.9)).
  • იგივე, Sybil-შეტევის განხორციელება, რაც გულისხმობს ქსელის ახალი გადამცემებით გადავსებას, მომხმარებელთა ვინაობის გასამჟღავნებლად. თუ გსურთ ბევრი გადამცემის გაშვება, მისასალმებელია! ოღონდ დარწმუნდით, რომ დაყენებული გაქვთ MyFamily-პარამეტრები.
  • გამსვლელი გადამცემები, რომლებიც გატარებულ მონაცემებს უკან, Tor-ქსელში აბრუნებს (საბოლოდ არ უშვებს გარეთ მონაცემებს)

ამასთან, თუ თქვენი გადამცემი მიტაცებული ან დაკარგულია, გთხოვთ მაინც მოგვახსენოთ, რომ დავამატოთ შეზღუდულთა სიაში, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე ოდესმე ცუდი მიზნით აამუშავებს.

ქვემოთ მოცემული ჯერჯერობით დაშვებულია, თუმცა არის მსჯელობა აკრძალვაზე (მოკლედ, ჯერ ასეთებზე მოხსენების გამოგზავნა არაა საჭირო):

  • მარტო უბრალო ტექსტის გადაცემა აქვს დაშვებული (მაგალითად, მხოლოდ 80 პორტია ღია). უმეტესად, კარგი მიზნებით არ ხდება ხოლმე მისი დაშიფრული ორეულის (როგორიცაა 443 პორტი) შეზღუდვა, ამგვარი გადამცემები ხშირად შემჩნეულია, გატარებული მონაცემების თვალთვალში. გაეცანით შემთხვევებს და აღწერილობას.

როგორ მოგახსენოთ გაუმართავი გადამცემის თაობაზე?

თუ გადააწყდით ხარვეზიან გადამცემს, გთხოვთ გვაცნობოთ და მიუწეროთ bad-relays AT lists DOT torproject DOT org.

შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომელ გამსვლელს იყენებთ, ნებისმიერ დროს, თუ ეწვევით tor check საიტს. გთხოვთ, დაურთოთ თქვენს მოხსენებას:

  1. გადამცემის IP-მისამართი ან ანაბეჭდი. ანაბეჭდი არის ორმოცსიმბოლოიანი თექვსმეტობითი რიცხვი, როგორიცაა 203933ED4E55EF8A3C3518427D1A1ED6A4CC285E.
  2. რა სახის ქცევა შეამჩნიეთ?
  3. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, მოქმედების გამეორებისთვის, ხარვეზის აღმოსაჩენად.

გარდა ამისა, თუ გსურთ დახმარება Tor-თან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სანაცვლოდ მიმართეთ დახმარების ბიუროს.

რა ელის გაუმართავ გადამცემებს?

მას შემდეგ, რაც გადამცემზე მოხსენება მოვა, ჩვენ გადავამოწმებთ მის ქცევას და შევეცდებით დავუკავშირდეთ გამშვებს. უმეტესად, ვახერხებთ საქმის გარკვევას, მაგრამ თუ ვერ შევძლებთ (როცა გადამცემს არ ახლავს საკონტაქტო), მაშინ მოინიშნება ხარვეზიანად, მისი გამოყენების ასარიდებლად.

ჩვენ გვაქვს სამი სახის მონიშვნა:

  • BadExit – არასდროს გამოიყენება გამსვლელ გადამცემად (ეხება იმ გადამცემებს, რომლებიც ჩანს, აზიანებს გამავალ მონაცემებს)
  • Invalid - არ გამოიყენება, სანამ AllowInvalidNodes არ მიეთითება (ნაგულისხმევად, ამით მხოლოდ შუალედურ და შეხვედრის წერტილებად გამოყენება დაიშვება)
  • Reject - სრულად მოცილებული იქნება საერთო სიიდან

თუ რომელი იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია ხარვეზის სიმწვავეზე და იმაზე, უსაფრთხოა თუ არა გარკვეულ პირობებში გამოსაყენებლად.

ჩემმა გადამცემმა მიიღო BadExit აღნიშვნა. რა ხდება?

თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია დავუკავშირდეთ გამშვებს ხარვეზის მოსაგვარებლად, ამიტომ თუ თქვენმა გადამცემმა მიიღო აღნიშვნა BadExit, გთხოვთ გვაცნობოთ (საკონტაქტო მონაცემები იხილეთ ზემოთ), რომ შევძლოთ ერთად გადაჭრა საკითხის.

მუდმივად ადევნებთ თვალს გაუმართავ გადამცემებს?

დიახ. ხარვეზების ავტომატურად დასადგენად იხილეთ exitmap და sybilhunter.

დაკვირვების სხვა საშუალებებია tortunnel, SoaT, torscanner და DetecTor.