დაწერილი, „ელექტრონული სასაზღვრო ფონდის“ მიერ (EFF). ბოლო განახლების თარიღი 27 მარტი, 2020.
გაითვალისწინეთ Tor-გადამცემის გამშვებებმა: ამ დავებისა და გარჩევების ხანაში, ნებისმიერი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირის გატარებას, შეიძლება წააწყდეს ამ გატარებულ მასალების საავტორო უფლებებზე საჩივრებს. საბედნიეროდ, საავტორო უფლებების კანონების უმეტესობაში განსაზღვრულია ხოლმე ხელშეუხებლობის პირობები, როგორც თქვენი, ასევე თქვენი მომწოდებლის სასარგებლოდ. თუ თქვენი ინტერნეტის განმთავსებელი გადმოამისამართებს საავტორო უფლებების დარღვევის საჩივარს თქვენთან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში პასუხის დასაწერად, თუმცა დაგჭირდებათ ჯერ უკეთ მოარგოთ თქვენს გარემოებებს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ყველა პირობა სრულდება. (Tor-პროექტს აქვს ბოროტად გამოყენების ნიმუშთა კრებულები, რომლებიც დაგეხმარებათ პასუხი გასცეთ სხვა სახის საჩივრებსაც.) სანამ პასუხს მიწერთ ინტერნეტის მომწოდებელს, კარგი იქნება თუ რჩევისთვის მიმართავთ ლიცენზირებულ ადვოკატს, თქვენი სამართლის ფარგლებში უკეთ მოქმედებისთვის.
ეს წერილის ნიმუში მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს სამართლებრივ კონსულტაციას ან რჩევებს. უპასუხოთ თუ არა და როგორ უპასუხოთ, როცა თქვენ ან თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი მიიღებს საავტორო უფლებებზე უწყებას, დამოკიდებულია, არსებული ვითარების ცალკეულ საკითხებზე. ეს ნიმუში გამოდგება დასაწყისისთვის, მაგრამ საჭიროა მოარგოთ საკუთარ გარემოებებს. ამასთან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის მომსახურების პირობების შესრულებაზე. თუ გეძნელებათ ამდენი სამართლებრივი საკითხის ახსნა, შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი EFF-სთან კავშირზე, უფრო სრულყოფილი გასაუბრებისთვის.
ამასთან, თუ ეს დოკუმენტი მიღებული გაქვთ სხვა წყაროებიდან, ნაცვლად EFF-ს ვებსაიტის ან გვერდისა tor-dmca-პასუხი, შესაძლოა ვადაგასული იყოს. მიჰყევით ბმულს, უახლესი ვერსიის მისაღებად.
პატივცემულო [ISP]:
გმადლობთ, რომ გადმომიგზავნეთ [საავტორო უფლებაზე მომჩივანისგან] უწყება, [მასალასთან] დაკავშირებით. მსურს დაგარწმუნოთ, რომ მასალები, რომლებზეც გასაჩივრებულია სამართლებრივი დარღვევა, არაა განთავსებული ჩემს მოწყობილობაზე და მეტიც, „ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების დაცვის აქტის“ (Digital Millennium Copyright Act – DMCA) პასუხისმგებლობის გამორიცხვის პირობები, გიცავთ სამართლებრივი დავის წარმოშობისგან. ეს უწყება, სავარაუდოდ შედეგია კანონის არასწორად გაგებისა და აგრეთვე იმ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ინფორმაციის ნაკლებობისა, რომელიც მე მაქვს გაშვებული.
როგორც იცით, DMCA უზრუნველყოფს „ხელშეუხებლობის“ ოთხ შესაძლებლობას, მომსახურების მომწოდებელი მხარეებისთვის, მათი მომხმარებლების მიერ დარღვეულ საავტორო უფლებებზე პასუხისმგებლობის ასარიდებლად, თუ ინტერნეტის მომწოდებელი აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. (17 U.S.C. 512)
DMCA-ს წინაპირობები დამოკიდებულია მომწოდებლის უფლება-მოვალეობებზე. ყველასთვის კარგად ნაცნობია „შეტყობისთანავე წაშლის“ დებულება 512(c) ნაწილიდან DMCA-სამართლის; თუმცაღა, ეს არ შეეხება ინტერნეტის იმ მომწოდებელს, რომელიც მხოლოდ გამტარს წარმოადგენს.
პირიქით, „გამტარის“ ხელშეუხებლობა DMCA-სამართლის 512(a) ნაწილით, საჭიროებს განსხვავებულ და ნაკლებად შემაწუხებელ წინაპირობებს, რასაც ადასტურებს კოლუმბიის საოლქო სააპელაციო გასვლითი სასამართლოს გადაწყვეტილება RIAA-ს საქმეზე Verizon-ის წინააღმდეგ (იხილეთ https://scholar.google.com/scholar_case?case=15815830240179540527) და მევე საოლქო სააპელაციო გასვლითი სასამართლოს გადაწყვეტილება RIAA-ს საქმეზე Charter-ის წინააღმდეგ (იხილეთ https://scholar.google.com/scholar_case?case=11547531128234336420).
DMCA 512(a) ნაწილის მიხედვით, მომსახურების მომწოდებელი, როგორიც ხართ თქვენ, ჩვეულებრივ დაცულია საავტორო უფლებების დარღვევების საჩივრებისგან, როცა უზრუნველყოფს „დებულებას, რომლითაც შესაბამის პირობებში, ხელშეკრულების ხელმომწერებს ან ანგარიშის მფლობელებს უწყდებათ მომწოდებლის სისტემით ან ქსელით სარგებლობის უფლება, დარღვევების განმეორების შემთხვევაში“.
თუ დანერგილი გაქვთ აღნიშნული მიდგომა ან პასუხისმგებლობის გამორცხვის სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, თქვენ ვერ შეგეხებათ ამგვარი საჩივრებით შესაძლო ზიანი.
საავტორო უფლების დარღვევის უწყება რომელიც მიიღეთ, ალბათ გამოწვეულია ჩემ მიერ გაშვებული პროგრამის შედეგად, სახელწოდებით Tor. Tor არის ქსელური პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება პირადი მონაცემების უკეთ დაცვასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში.
მასზე არაა განთავსებული არანაირი მასალები. უფრო სწორად, იგი ინტერნეტში არსებული ერთ-ერთი ქსელის შემადგენელი რიგითი კვანძია, რომელიც უბრალოდ ატარებს მონაცემთა კრებულებს, სანამ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიიტანს, სწორე ისე, როგორც სხვა ინტერნეტშუამავლები აკეთებენ ამას.
განსხვავება ისაა, რომ Tor იმგვარად ატარებს მონაცემებს, რომ ვერცერთი შემადგენელი ვერ გაიგებს ინფორმაციის წყაროსა და დანიშნულების ადგილს, ერთდროულად, რაც მომხმარებლებს იცავს ქსელის უკანონო თვალთვალისგან.
შედეგად, ინტერნეტში მიმოცვლილი სხვა მონაცემებისგან განსხვავებით, საბოლოო IP-მისამართი, რომელსაც მიმღები იხილავს, არ იქნება გამგზავნის ნამდვილი IP-მისამართი.
Tor იცავს მომხმარებლებს ისეთი საშიშროებებისგან, როგორიცაა დევნა, თაღლითობა, ვინაობის გაყალბება. თავდაპირველად Tor-ზე მუშაობა, ისევე როგორც საჯარო გამოყენების Tor-ქსელის შექმნა, წარმოადგენდა ა.შ.შ-ს საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის პროექტს, რომელსაც აფინანსებდა ONR და DARPA. (ვრცლად Tor-ზე, იხილეთ https://www.torproject.org/.)
ვიმედოვნებ, როგორც მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვისკენ მიმართული ორგანიზაცია, თქვენც ფიქრობთ რომ მეტად ღირებული ტექნოლოგიაა.
მართალია ჩემ მიერ გაშვებული Tor-კვანძი შეიძლება ჩანდეს ისე, თითქოს იმ მასალის წყაროა, რომელიც საავტორო უფლებებს არღვევს, თუმცა მე არ ვფლობ ამ მასალებს.
მე ვერ ავირჩევ რომელი მასალა უნდა გადაიცეს Tor-ქსელში ჩემ მიერ გაშვებული კვანძით და არ მაქვს ფიზიკური შესაძლებლობა, არც ამ მასალის წყაროს დადგენისა და არც მისი გადაცემისთვის ხელის შეშლის.
მე არანაირი სახით არ ვუბიძგებ და არ მოვუწოდებ არავის, Tor-ქსელის გამოიყენოს საავტორო უფლებების დასარღვევად.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მე არ ვარ საავტორო უფლებების დამრღვევი, რომელიმე მასალის გადაცემის გამო, ჩემ მიერ გაშვებული Tor-კვანძით და არც პირდაპირი ან ირიბი ხელშემწყობი ან სხვის ნაცვლად პასუხისმგებელი პირი არ გამოვდივარ.
აქედან გამომდინარე, თქვენ დაცული იქნებით DMCA 512(a) ნაწილით გათვალისწინებული ხელშეუხებლობის პირობებით, ყოველგვარი შემდგომი მოქმედების საჭიროების გარეშეც.
გმადლობთ, ჩემთან თანამშრომლობისთვის ამ კუთხით. როგორც ერთგული მომხმარებელი ვაფასებ, რომ შემატყობინეთ ამ საკითხის შესახებ და იმედი მაქვს, DMCA 512 კანონი, ნათელს მოჰფენს ყველა გაუგებრობას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ.
ღრმა პატივისცემით,
თქვენი მომხმარებელი, [სახელი]