შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი Tor-მაისურები, Tor-პროექტში წვლილის შეტანის სანაცვლოდ. ორი ძირითადი გზაა, წვლილის შესატანად:
სწრაფი Tor-გადამცემის გაშვებით, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში იმუშავებს: ჩაითვლება, თუ დაშვებული იქნება მე-80 პორტი და საშუალოდ 250 კბაიტი/წმ გამტარობა, ან თუ გამსვლელი არ იქნება, მაშინ 500 კბაიტი/წმ გამტარობა.
სხვა სახით დახმარება. თარგმანზე მუშაობა. Tor-ის გადამზადების ჩატარება. კარგი მხარდამჭერი პროგრამის დაწერა და ბევრი ხალხის ჩართვა, მის გამოყენებაში. ჩაატარეთ კვლევა Tor-ისა და ვინაობის გაუმხელობის შესახებ, გამოასწორეთ ხარვეზები ან გახდით Tor-ის დამცველი.
თუ გაშვებული გაქვთ სწრაფი გადამცემი ან რამე სხვა კარგი საქმე გააკეთეთ, მოგვწერეთ ელფოსტაზე tshirt at torproject.org მონაცემები. (ჩვენ გვსურს, მაისურების დარიგებით ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მთელ მსოფლიოს, ასე რომ გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ, თუ ვერ შევძლებთ 5 მაისურის გამოგზავნას 5 საუკეთესო გადამცემისთვის).
ხელმისაწვდომია უამრავი ფერით, ფორმით და ზომით, შთამბეჭდავი დიზაინით ფესვების გამოსახულებით, რომელიც შეგვიქმნა ლია იანსენმა, ასევე გვაქვს ადრინდელი გაფორმებებითაც.