სანამ დაიწყებდეთ

საუკეთესო გზა საჩივრების წინააღმდეგ, არის გადამცემის ისე გამართვა, რომ ნაკლები ალბათობა იყოს მათი გამოგზავნის. გთხოვთ, იხილოთ რჩევები, გამსვლელი კვანძის, ნაკლები ძალისხმევით გაშვების შესახებ და Tor-გამსვლელის სახელმძღვანელო დამატებითი ინფორმაციისთვის, ამ მასალის წაკითხვამდე.

ქვემოთ, მოცემულია კრებული წერილებისა, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტის მომწოდებლისთვისა და მათი მომჩივანებისთვის პასუხის გასაცემად, Tor-ის გამსვლელ კვანძთან დაკავშირებით.

ფორმა და შინაარსი ნიმუშების

ძირითადი აზრი ამ ნიმუშების ისაა, რომ მომჩივანს გააცნოს რა არის Tor, დაეხმაროს გადაწყვეტის მონახვაში კერძო შემთხვევაში, რომელიც გამოდგება განზოგადებული შემთხვევებისთვისაც (ღია wifi, პროქსი, ბოტნეტი და სხვა), ამასთან არ მისცემს დანარჩენებს საშუალებას, შეზღუდონ Tor. მთავარი მიდგომა Tor-პროექტისა ისაა, რომ საჩივრები გადაწყდეს დროულად, საიტის მმართველების მიერ და არ იქცეს ძალისხმევის ფუჭ ფლანგვად, შურისძიებისთვის და არარსებული მტრის დევნად.

განსხვავება, წინასწარსა და შემდგომ მოქმედების მიდგომებს შორის საჩივრებზე იგივეა, რაც განსხვავება დამოუკიდებელ, ხარვეზებისგან დაცული ინტერნეტის თავისუფლებასა და არამდგრად, პირადი გამორჩენის მსურველთა მიერ ერთპიროვნულ მართვას შორის. ამას ადასტურებს ვინაობაზე დაფუძნებული ინტერნეტის „მართვის მოწმობები“ სამხრეთ კორეასა და ჩინეთში, რომლებმაც ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანეს კიბერდანაშაულისა და ინტერნეტდარღვევების შემცირებაში. როგორც ყველა ობიექტური მტკიცებულება აჩვენებს, ამან უბრალოდ ხელი შეუწყო ახალი ბაზრების შექმნას, ორგანიზებული დანაშაულის უზრუნველსაყოფად. ესაა დედააზრი, რომლის შთაგონებასაც ცდილობს მიმღებისთვის, აქ მოცემული ნიმუშები საჩივრების საპასუხოდ. თავადაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ, თუ მიგაჩნიათ რომ არასაკმარად ასრულებს მიზანს.

ყველა ნიმუში უნდა შეიცავდეს სამართლებრივ სტანდარტულ ტექსტს ქვემოთ და დანართს, რამდენიმე პარაგრაფის სახით, გარემოებების შესაბამისად.

ჩვეული თარგი (Tor შესავალი)

აღნიშნული IP-მისამართი, წარმოადგენს Tor-ის გამსვლელ კვანძს.
https://www.torproject.org/overview.html

ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია კვალის დადგენის კუთხით. როგორც მიმოხილვის გვერდიდან შეიტყობდით, Tor-ქსელი ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებლის კვალზე დადევნება შეუძლებელი იყოს. Tor-ქსელს ამუშავებს 5000-მდე მოხალისე, რომლებსაც გაშვებული აქვთ Tor-პროექტის მიერ შექმნილი თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა, Tor-ის დამისამართებისთვის.
მომხმარებლის კავშირები გადამისამართდება მრავალი გადამცემის მეშვეობით და გარდაქმნილი სახით შეაერთებს მათ.
სისტემა არ ინახავს ჩანაწერებს კლიენტის კავშირებზე ან წინა მონაკვეთებზე.

ეს იმიტომ, რომ Tor-ქსელი არის ცენზურისგან დაცული, პირადულობის, ვინაობის გაუმხელობის უზრუნველმყოფი, რომელსაც იყენებენ ფარული ინფორმაციის გამომქვეყნებლები, ჟურნალისტები, ჩინელი მეამბოხეები, ინტერნეტშემზღუდავი დიდი კედლის გასარღვევად, ძალადობის მსხვერპლნი, დევნის ობიექტები, შტატების სამხედრო პირები, კანონდამცველები და კიდევ უამრავი ადამიანი.
იხილეთ https://www.torproject.org/about/torusers.html.en ვრცლად.

სამწუხაროდ, ზოგიერთი არადანიშნულებისამებრ იყენებს ამ ქსელს. თუმცაღა, მართლზომიერი გამოყენების სიხშირესთან შედარებით (IP-სივრცე ამუშავებს დაახლოებით გიგაბიტი მოცულობის მონაცემებს წამში), [დარღვევებზე საჩივრები მეტად იშვიათია](https://www.torproject.org/docs/faq-abuse.html.en).

დარღვევის სახეები

მოცემული პარაგრაფები გარემოებების მიხედვით უნდა დაერთოს ზემოთ აღნიშნულ სტანდარტულ ტექსტს. ჩვეული ტექსტი შეიძლება შემოკლდეს ან გამოირიცხოს კიდეც, თუ ჩანს, რომ მომჩივანისთვის Tor-ის შესახებ კარგადაა ცნობილი.

გამოხმაურება/არასასურველი რეკლამები ფორუმზე

ეს არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება არაა შესაძლებელი.

Tor-პროექტი უზრუნველყოფს ავტომატურ DNSRBL-ს, მოთხოვნებისთვის Tor-კვანძებიდან მომავალი გამოხმაურებების მოსანიშნად, საგანგებო განხილვის მიზნით.
აგრეთვე, შეგიძლიათ გამოიყენოთ DNSRBL და Tor-ის IP-ებს დართოთ მხოლოდ წაკითხვის უფლება, გამოხმაურების დაწერის გარეშე. https://www.torproject.org/projects/tordnsel.html.en

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს, მრავალ წესიერ Tor-მომხმარებელს შორის, თქვენს ფორუმებზე.
უმჯობესია სცადოთ მისი მოცილება, გამოხმაურების დასაწერად ანგარიშების შექმნის დროებით შეზღუდვით, შესაბამის Gmail-მისამართებზე ან მოითხოვოთ ანგარიშის შექმნა Tor-ის გარეშე, გამოხმაურების დატოვების უფლების მისაცემად.

ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია რომ ამგვარი ხარვეზების მოგვარების საუკეთესო გადაწყვეტაა, თქვენი მომსახურების სრულიად გაუმჯობესება, შეტევებისგან დაცვის კუთხით.
ძალისმიერი შეტევები ანგარიშებზე შეიძლება შემცირდეს/შეყოვნდეს შესამოწმებლებით (Captcha), რომელსაც აგრეთვე იყენებს Gmail მსგავსი საკითხის გადასაწყვეტად.
Google გთავაზობთ უფასო Captcha-მომსახურებას, სრული კოდით და მარტივად ჩამატების შესაძლებლობით სისტემების უმეტესობაზე, საიტების დასახმარებლად.
ამ საკითხზე: https://code.google.com/apis/recaptcha/intro.html

PHP-გადამცემი ან მიტაცებული ვებფოსტის ანგარიშიდან სარეკლამო შეტევა

ამასთან, ჩვენი კვანძები არ იძლევა SMTP-მონაცემების გატარების საშუალებას, ჩვენი IP-ების მეშვეობით.
ჩანს, სარეკლამო შეტევების წყარო არის ვებფოსტის მავნე ან მიტაცებული გამსვლელი კვანძი მისამართზე:
<web server here>.
დაუკავშირდით მათს დარღვევების გამოვლენის განყოფილებას?

Google-ის ჯგუფებზე სარეკლამო შეტევები

როგორც ჩანს, საჩივარი დარღვევაზე შედგენილია Google-ის ჯგუფების დამოწმებული მომხმარებლის მიერ.
თავსართების მოკვლევა აჩვენებს, რომ საჩივრის მისამართი Google-ის ჯგუფებისთვის არის groups-abuse@google.com.
ამ მისამართზე დაკავშირებით, უკეთ მოახერხებთ Google-ის ჯგუფებში დამრღვევის ანგარიშის გაუქმებას, ვიდრე Tor-კვანძების, პროქსების ან ღია უსადენო წვდომის წერტილების შეზღუდვით.

დამატებით, თუ თქვენი სიახლეების წამკითხველში მხარდაჭერილია ფილტრები (killfile), შეიძლება გსურდეთ გამოიყენოთ Tor-ის გამსვლელების ერთიანი სიის სკრიპტი, IP-ების ჩამოსატვირთად და თქვენს ფილტრში დასამატებლად იმ გამოხმაურებებისთვის, რომლებიც ემთხვევა მისამართს „NNTP-Posting-Host:
<ip>“ https://check.torproject.org/cgi-bin/TorBulkExitList.py

მომსახურების შეჩერების შეტევები და მონაცემთა მომპოვებელი რობოტები

ვწუხვართ, თუ თქვენი საიტი მძიმედ დაიტვირთა Tor-იდან.

შესაძლოა, თქვენი სიხშირის შემზღუდავის ცრუ განგაშიც იყოს, გამავალი მონაცემების რაოდენობიდან გამომდინარე.
ჩვენ უზრუნველვყობთ თითქმის გიგაბიტი მოცულობის გატარებას წამში, საიდანაც 98% ვებმონაცემებია.

თუ შეტევა დადასტურებულია და არ წყდება, Tor-პროექტი უზრუნველყოფს ავტომატურ DNSRBL-ს თქვენი მოთხოვნებისთვის, Tor-კვანძებიდან შემოსვლის მცდელობების აღსაკვეთად: https://www.torproject.org/projects/tordnsel.html.en

ამასთან, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სია Tor-ის ყველა გამსვლელის IP-ების, რომლებიც უკავშირდება თქვენი სერვერის პორტს:
https://check.torproject.org/cgi-bin/TorBulkExitList.py?ip=YOUR_IP&port=80

თუმცა ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია რომ ამგვარი ხარვეზების მოგვარების საუკეთესო გადაწყვეტაა, თქვენი მომსახურების სრულიად გაუმჯობესება, შეტევებისგან დაცვის კუთხით.

მონაცემთა მომპოვებელი რობოტები, მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს/შეყოვნდეს შესამოწმებლებით (Captcha), რომელსაც აგრეთვე იყენებს Gmail მსგავსი საკითხის გადასაწყვეტად.
Google გთავაზობთ უფასო Captcha-მომსახურებას, სრული კოდით და მარტივად ჩამატების შესაძლებლობით სისტემების უმეტესობაზე, საიტების დასახმარებლად. ამ საკითხზე, იხილეთ: https://code.google.com/apis/recaptcha/intro.html

მომსახურების შესაჩერებელი ნელი შეტევები, [გამიზნული Apache MaxClients-ის ზღვრის გადასავსებად](http://www.guerilla-ciso.com/archives/2049) შეიძლება შესუსტდეს httpd.conf TimeOut და KeepAliveTimeout მნიშვნელობების შემცირებით 15-30 რიცხვამდე, ამასთან ServerLimit და MaxClients მნიშვნელობების გაზრდით, სადღაც 3000-მდე.

თუ არ უშველის, DoS-შეტევების მოგვარება შეიძლება iptables-ზე დაფუძნებული სიხშირული ზღვრების დაწესებით, დატვირთვის მათანაბრებელით, როგორიცაა nginx და აგრეთვე, IPS-მოწყობილობებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მიმოცვლილი ინტერნეტმონაცემები, არ შეიძლება ყოველთვის გაიგივდეს ერთი-ერთში IP-ებთან, ვინაიდან არსებობს დიდი დაწესებულებები, ეროვნული პროქსი-სერვერები, შიდა ქსელები, Tor-ის მაგვარი მომსახურებები.
http://kevin.vanzonneveld.net/techblog/article/block_brute_force_attacks_with_iptables/
http://cd34.com/blog/webserver/ddos-attack-mitigation/
http://deflate.medialayer.com/

ძალისმიერი ვებშეტევები

ვწუხვართ, თქვენს ანგარიშზე ძალისმიერი შეტევის გამო. ჩვენ შეგვიძლია შევუზღუდოთ ჩვენს კვანძს ამ საიტთან დაკავშირება, მაგრამ ვინაიდან Tor-ქსელს 800-ზე მეტი გამსვლელი კვანძი აქვს, ეს ვერანაირი შედეგს ვერ გამოიღებს გრძელვადიანი კუთხით.
შემტევმა, შესაძლოა ღია პროქსი გამოიყენოს Tor-ის შემდგომ ჯაჭვში ან ღია უსადენო ქსელი და პროქსი, Tor-ის გარეშეც.

Tor-პროექტი უზრუნველყოფს ავტომატურ DNSRBL-ს, მოთხოვნებისთვის Tor-კვანძებიდან მომავალი გამოხმაურებების მოსანიშნად, საგანგებო დამუშავების მიზნით: https://www.torproject.org/projects/tordnsel.html.en

თუმცა ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია რომ ამგვარი ხარვეზების მოგვარების საუკეთესო გადაწყვეტაა, თქვენი მომსახურების სრულიად გაუმჯობესება, შეტევებისგან დაცვის კუთხით, ვიდრე მისი ქცევის მორგება მხოლოდ Tor-ზე.
ძალისმიერი შეტევები ანგარიშებზე შეიძლება შემცირდეს/შეყოვნდეს შესამოწმებლებით (Captcha), რომელსაც აგრეთვე იყენებს Gmail მსგავსი საკითხის გადასაწყვეტად.
Google გთავაზობთ უფასო Captcha-მომსახურებას, სრული კოდით და მარტივად ჩამატების შესაძლებლობით სისტემების უმეტესობაზე, საიტების დასახმარებლად. ამ საკითხზე, იხილეთ: https://code.google.com/apis/recaptcha/intro.html

SSH-ძალისმიერი შეტევის მცდელობები

თუ შეგაშფოთათ SSH-შემოწმებებმა, უმჯობესია თქვენი SSHD გაუშვათ, საწყისი 22-ისგან განსხვავებულ პორტზე.
ბევრი მავნებელი, სკანერი, ბოტნეტი ატარებს შემოწმებებს მთლიან ინტერნეტში, SSH-ანგარიშებთან მიერთების მიზნით.
თუ მხოლოდ რამდენიმე შემოსვლა იყო Tor-იდან, ეს უბრალოდ მცირე გადახრა იქნება შემოსვლის მცდელობის საერთო სიხშირიდან.
აგრეთვე, შეგიძლიათ სცადოთ სიხშირის შეზღუდვა: https://kvz.io/blog/2007/07/28/block-brute-force-attacks-with-iptables/

თუ ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემაა Tor-იდან, Tor-პროექტი უზრუნველყოფს ავტომატურ DNSRBL-ს, მოთხოვნებისთვის Tor-კვანძებიდან შემოსვლის მცდელობების შესაჩერებლად: https://www.torproject.org/projects/tordnsel.html.en

ამასთან, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სია Tor-ის ყველა გამსვლელის IP-ების, რომლებიც უკავშირდება თქვენს SSH-პორტს: https://check.torproject.org/cgi-bin/TorBulkExitList.py?ip=YOUR_IP&port=22

ამ სიის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ iptables-წესები, ქსელში შესაზღუდად.
თუმცა, მაინც გირჩევთ უფრო ზოგად მიდგომას, ვინაიდან შეტევა შეიძლება კვლავ განმეორდეს ღია პროქსების ან სხვა IP-ების მეშვეობით, Tor-ის შეზღუდვის შემდეგაც.

მიტაცებული Gmail, ვებფორუმი ან სხვა ანგარიში

თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენს ანგარიშთან მიმართებით, შემტევმა გამოიყენა Tor და არა დიდი ბოტნეტი (ან თავად თქვენი კომპიუტერის IP), როგორც ჩანს პაროლი ხელში ჩაიგდეს ან თქვენივე კომპიუტერიდან, კლავიატურის აღმრიცხავით, ან გადახდის წერტილიდან, ან ღია უსადენო ქსელიდან.

ჩვენი რჩევაა, რომ მოიქცეთ ისე, როგორც ქალაქის ღია უსადენო ქსელის წვდომის წერტილიდან, თქვენს ანგარიშზე ვინმეს შემოსვლის შემთხვევაში მოიქცეოდით. გაანულეთ პაროლი და თუ ჯერ არ გაქვთ ანტივირუსი, ჩამოტვირთეთ უფასო AVG: http://free.avg.com/us-en/download, Spybot SD: http://www.safer-networking.org/nl/home/index.html, და ან AdAware: http://www.lavasoft.com/?domain=lavasoftusa.com.
გამოიყენეთ ეს საშუალებები შესამოწმებლად და აღმოსაჩენად, კლავიატურის აღმრიცხავების ან მეთვალყურე პროგრამების, რომლებიც შესაძლოა დაეყენებინა მათ, ვისაც თქვენს კომპიუტერთან აქვს შეხება.

To help protect yourself while using open wireless, consider using this Firefox plugin: <https://www.eff.org/https-everywhere/> and encourage the site maintainer to support HTTPS logins.

ხელყოფა (PHP Webshells, XSS, SQL-შეყვანის შეტევები)

ეს ყველაფერიც არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ზიანისას, ჩვეული საგამოძიებო ღონისძიებების გატარება და გამორკვევა მოტივების, ხერხების, ხელსაყრელი გარემოებების, უმეტესად შედეგიანია ხოლმე.

ამასთან, Tor-პროექტი უზრუნველყოფს ავტომატურ DNSRBL-ს, მოთხოვნებისთვის Tor-კვანძებიდან შემოსული ხალხის მოსანიშნად, საგანგებო მოპყრობის მიზნით: https://www.torproject.org/projects/tordnsel.html.en
იგივე სია მისაწვდომია Tor-ის გამსვლელი კვანძების საერთო ჩამონათვალში: https://check.torproject.org/cgi-bin/TorBulkExitList.py

თუმცაღა, ნაცვლად წესიერი Tor-მომხმარებლებისთვის თქვენს მომსახურებასთან წვდომის სრულად შეზღუდვისა, გირჩევთ დარწმუნდით, არის თუ არა თავად მომსახურებები განახლებული, გამართული, სისუსტეებისგან დაცული, შესაბამის შემთხვევბთან გასამკლავებლად (PHP webshell/XSS-ხელყოფა/SQL-კოდის შეყვანით ხელყოფა).

ელკომერციული თაღლითობა

ეს ყველაფერიც არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ზიანისას, ჩვეული საგამოძიებო ღონისძიებების გატარება და გამორკვევა მოტივების, ხერხების, ხელსაყრელი გარემოებების, უმეტესად შედეგიანია ხოლმე.

ამასთან, Tor-პროექტი უზრუნველყოფს ავტომატურ DNSRBL-ს, მოთხოვნებისთვის Tor-კვანძებიდან შემოსული შეკვეთების მოსანიშნად, საგანგებო განხილვის მიზნით: https://www.torproject.org/projects/tordnsel.html.en

გარდა ამისა, გთავაზობთ Tor-ის ყველა გამსვლელის IP-ების საერთო სიას: https://check.torproject.org/cgi-bin/TorBulkExitList.py?ip=YOUR_IP&port=22

ეს სია, აგრეთვე გამოგადგებათ უკეთ დაათვალიეროთ Tor-შეკვეთები ან შეაჩეროთ დროებით, დამატებით გადამოწმებამდე, წესიერი მომხმარებლების დაკარგვის გარეშე.

უმეტესად, გამოცდილება აჩვენებს, რომ თაღლითობის აღკვეთაზე მომუშავე ჯგუფები, დაქირავებულნი ინტერნეტის მომწოდებლების მიერ, უბრალოდ ნიშნავენ Tor-კვანძებიდან მომავალ ყველა მოთხოვნას თაღლითურად, ამ სიის გამოყენებით.
ასე რომ, არაა გამორიცხული ეს წესიერი შეკვეთაც იყოს, მაგრამ თაღლითობად მიიჩნეოდეს მხოლოდ და მხოლოდ IP-ის მიხედვით, განსაკუთრებით, თუ დაქირავებული გყავთ ცალკე ჯგუფი თაღლითობის აღმოსაჩენად.

ძალადობის საფრთხეები (რჩევები პირისპირ გასაუბრებისთვის)

თუ რომელიმე მნიშვნელოვანი საჩივარი, არაა განხილული ამ მაგალითებში, უმჯობესია მიჰყვეთ ნიმუშს მომჩივან მხარესთან ერთად. ეს არაა სამართლებრივი რჩევა. არაა დაწერილი ან გადამოწმებული სამართალმცოდნის მიერ. დაწერილია იმ ადამიანის მიერ, ვისაც სამუშაო გამოცდილება აქვს ინტერნეტის სხვადასხვა მომწოდებელთან, რომელთაც თავისმხრივ, ჰქონდათ შეხება Tor-ის გამავალი კვანძის გაშვებასთან დაკავშირებით, თავიანთ ქსელში. აგრეთვე მიმოხილულია, ინტერნეტის ერთ-ერთი მოწინავე მომწოდებელში, საჩივრებზე მომუშავის მიერ.

  • გაეცანით Tor-ის მიმოხილვას. მოამზადეთ შემაჯამებელი პასუხი ძირითად კითხვებზე. წინასწარ გაითავისეთ, რომ პირს რომელსაც უნდა გაესაუბროთ, შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს Tor-ზე. ასევე ისიც გაითავისეთ, რომ იმავე პირმა, შეიძლება თქვენი ერთი სიტყვაც არ დაიჯეროს.
    • მძიმე შემთხვევებში, როცა საქმე ეხება ელფოსტის მეშვეობით შევიწროებას ან მოკვლით დამუქრებას, უმეტესად გამოსადეგია ხოლმე პარალელის გავლება ფიზიკურ სამყაროში მსგავს ქმედებებთან, როცა პირი, ვინაობის გაუმხელად სჩადის ამგვარ დანაშაულს (მაგალითად აგზავნის გაფრთხილებას ფოსტით).
    • შეახსენეთ მათ, რომ პოლიციის მიერ ჩვეული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, უმეტესად შედეგიანია იმის გასარკვევად, ვის ჰქონდა შესაძლებლობები, მოტივები და წინაპირობები, დანაშაულის ჩასადენად.
  • შეეცადეთ გაესაუბროთ პირისპირ ან ელფოსტით, პირდაპირ მომჩივანს.
  • გასაუბრებისას, კარგად ახსენით რამდენიმე ამოსავალი საკითხი:
    • თქვენ არ ხართ დანაშაულის ჩამდენი პირი.
    • თქვენ ხართ სერვერის პასუხისმგებლიანი მმართველი და გაწუხებთ მომჩივანის პრობლემა.
    • თქვენ არ ხართ შეურაცხადი. შეიძლება იყოთ, მაგრამ ჩვენ ხელს არ გვაძლევს, რომ მომჩივანმა ეს იეჭვოს.
  • უმეტეს შემთხვევაში, თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი, არის ხოლმე წარმომადგენელი სხვა მომჩივანის. თქვენმა მომწოდებელმა უნდა იცოდეს:
    • თქვენი სერვერი არაა მიტაცებული ან გატეხილი.
    • თქვენი სერვერი არაა მავნე/სარეკლამო გადამცემი.
    • თქვენი სერვერი არაა ტროიანი/ზომბი.
    • თქვენ ხართ სერვერის სათანადო მმართველი და შეგიძლიათ საკითხის გარკვევა. სულ მცირე, მზად ხართ გაესაუბროთ და გასცეთ გონივრული, თავაზიანი პასუხი.
    • ინტერნეტის მომწოდებელი არაა დამნაშავე ან პასუხისმგებელი თქვენს ქმედებებზე. ეს ჩვეულებრივ ისედაც ასეა ხოლმე, მაგრამ საწყალ ადამიანს, რომელსაც ავალებენ საჩივრების საკითხების მოგვარებას, უბრალოდ ენდომება მოისმინოს, რომ ინტერნეტის მომწოდებლის ბრალი აქ არ იკვეთება. ისინი შეგეშვებიან, როცა სანუგეშო დასტურს მიიღებენ.
  • განსახილველი ვარიანტები. Phobos გთავაზობთ შემდეგ ჩამონათვალს:
    • მომწოდებელი/მომჩივანი შესაძლოა დაჟინებით ითხოვდეს აღრიცხვის ფაილების ჩვენებას. საბედნიეროდ, ჩვეულებრივ ამით არაფერი მნიშვნელოვანი არ გამჟღავნდება. თუმცა, უმჯობესი იქნება ინტერნეტის ახალ მომწოდებელზე იფიქროთ, თუ მოითხოვენ აღრიცხვის ფაილებთან საგანგებო წვდომას.
    • მომწოდებელი/მომჩივანი გთავაზობთ შუალედურად გადაკეთებას. ამ შემთხვევაში, შეიძლება შეჯერდეთ შეზღუდულ გამსვლელ დებულებაზე, როგორსაც აღწერს პარაგრაფი #6, ზემოაღნიშნულ სვეტში.
    • მომწოდებელი/მომჩივანი ითხოვს გათიშოთ Tor. აჯობებს, მონახოთ ინტერნეტის სხვა მომწოდებელი.
    • მომწოდებელი/მომჩივანი აცხადებს, რომ ქსელის ფარით შეზღუდავენ ნაგულისხმევ პორტებს. აჯობებს, მონახოთ ინტერნეტის სხვა მომწოდებელი.
    • შეცვალეთ გამართვის ფაილი, კავშირების გარკვეულ IP-შუალედთან აკრძალვით, თქვენი გამსვლელი კვანძიდან. სანაცვლოდ, შეგიძლიათ შესთავაზოთ მომჩივანს გამოიყენოს Tor-ის DNS RBL.
  • ამ ყველაფრის განხილვის შემდგომ, შესთავაზეთ დამატებითი გასაუბრება იმავე კვირაში. შეთანხმებული ცვლილებები შესრულებული დაახვედრეთ. შესაძლოა, არც მომწოდებელმა და არც მომჩივანმა არ გამოიჩინოს სურვილი, მაგრამ თქვენი მხრიდან შეთავაზება, დასაფასებელი ნაბიჯი იქნება. ამან შეიძლება მეტად „დადებითად“ განაწყოს ისინი, თქვენ მიმართ.

ნიმუშების სხვა კრებულები