გამსვლელი გადამცემის დიდხანს შესანარჩუნებლად, დაგჭირდებათ მხარდაჭერა ირგვლივ მყოფებისგან. ამისთვის, Tor გთავაზობთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის დებულებების ცვლილებაში. თუ მმართველებისთვის ინტერნეტსაზოგადოება, რომელიც სხვა ხალხს ეხმარება უცნაური და გაუგებარია ან ახალ გარემოებებს საფრთხედ მიიჩნევენ და ყველას ურჩევენ დაივიწყონ, Tor-ის გადამცემი შესაძლოა იყოს გზა, მსჯელობის წამოწყებისა და მოკავშირეების პოვნის, ვისაც სურს დებულების ცვლილება. მოკლედ, Tor-ის გამსვლელი გადამცემის გაშვებით, მოგიწევთ გახდეთ დამცველი, ინტერნეტში ვინაობის გაუმხელობისა და პირადულობის.

საუკეთესო სტრატეგია დამოკიდებულია თქვენს გარემო პირობებზე, თუმცა არის რიგი საკითხები, რომლებიც გამოდგება დასაწყისისთვის. (ჩვენ არსებითად უნივერსიტეტის ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა ვიმედოვნებთ შეძლებთ მოარგოთ სხვა გარემოებებსაც).

  • პირველ რიგში გაეცანით მისაღები გამოყენების დებულებას (AUP -- acceptable use policy). უმეტესად ორაზროვნად იქნება დაწერილი, რომ ჰქონდეთ საშუალება გარემოებების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. თუმცა, შესაძლოა ძლიერ შემზღუდავიც იყოს („არანაირი სახის მომსახურებები“), რაც ნიშნავს, რომ რთული გზა გელოდებათ წინ.

  • შემდეგ, გაეცანით ადგილობრივ კანონებს, პასუხისმგებლობის შესახებ, გატარებულ მონაცემებზე, რომელიც თქვენი Tor-გადამცემიდან გავა. შეერთებულ შტატებში, უმეტესად ესენია DMCA და CDA, თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ბევრი სამართალმცოდნის აზრით, Tor-ის გამსვლელი კვანძის გამშვებნი, ინტერნეტის მომწოდებლების მსგავს საქმეს აკეთებენ. კარგად შეისწავლეთ EFF-ის წერილის ნიმუში DMCA-შენიშვნების შესახებ Tor-ისთვის, რომელიც ნათლად ამბობს, რომ მომსახურების მომწოდებელს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. CDA ცოტა ბუნდოვანია, ვინაიდან დაწერილია თანამედროვე ინტერნეტის ჩამოყალიბებამდე, თუმცა EFF და ACLU დამაიმედებელია. რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრინდელი გადაწყვეტილების არარსებობისას (და მის პირობებშიც კი) მაინც არის შესაძლებელი, რომ ცალკეულმა მოსამართლემ, თავისებურად განსაჯოს, სამართალმცოდნეებისგან განსხვავებულად. ნებისმიერი შემთხვევაში, ამოსავალია ის, რომ კარგად უნდა გაეცნოთ კანონებს, მათ შედეგებსა და უზუსტობებს.

  • მესამე, გაეცანით Tor-ის აგებულებას. იხილეთ აგებულების მიმოხილვა, აგებულების დოკუმენტი, ამასთან ხ.დ.კ. ისაუბრეთ IRC-ში (irc.oftc.net - #tor-relays) გარკვეული დროით, მეტის შესასწავლად. თუ შესაძლებელია, დაესწარით Tor-ის რომელიმე შემმუშავებლის გამოსვლას. მოიძიეთ განსხვავებული სახის ხალხი და ორგანიზაციები, რომელთაც ესაჭიროებათ დაცული ურთიერთკავშირი, ინტერნეტში. ივარჯიშეთ Tor-ის, მისი უპირატესობებისა და შედეგების ნათლად წარმოჩენაში მეგობრებთან და მეზობლებთან -- დარღვევების ხ.დ.კ. გამოგადგებათ დასაწყებად.

  • მეოთხე, გაეცანით ინტერნეტში ვინაობის დამოწმების საკითხებს. საბიბლიოთეკო მომსახურებების დიდი ნაწილი, IP-მისამართით ადგენს, დაუშვას თუ არა გამომწერი მასალებთან. თუ უნივერსიტეტის IP-მისამართების სრული სივრცე „სანდოდ“ არის მიჩნეული საბიბლიოთეკო მასალებთან წვდომისთვის, მაშინ იგი იძულებულია ზედამხედველობა გაუწიოს ამ მისამართებს. ზოგიერთ უნივერსიტეტში, მაგალითად ჰარვარდში, ჭკვიანური გადაწყვეტაა მოფიქრებული: სტუდენტები და ფაკულტეტი იყენებს დამოწმების ცალკე გზებს -- ვთქვათ, სერტიფიკატებს ან სახელსა და პაროლს -- ჰარვარდის ცენტრალურ სერვერთან და საბიბლიოთეკო მასალებთან წვდომისთვის. ასე რომ, ჰარვარდს არ უწევს მეთვალყურეობა, თუ სხვა რა მომსახურებები ეშვება მის ქსელში და ამასთან, ზრუნავს სტუდენტებსა და ფაკულტეტზე. მეორე მხრივ, არის უნივერსიტეტები, მაგალითად ბერკლი, რომელსაც გაწერილი აქვს „პროქსის აკრძალვა“ თავის დებულებებში და უწევს ქსელში თითოეული მისამართის მეთვალყურეობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ამგვარი ქსელები გადაიყვანონ გამჭოლი დაშიფვრით დამოწმების მოდელზე, ნაცვლად ქსელის მდებარეობით, მეორე მხარის განსაზღვრისა.

  • მეხუთე, მოიძიეთ მოკავშირეები. გაესაუბრეთ პროფესორებს (ან დეკანებს!), რომელთაც შეიძლება მოეწონოთ აზრი, მხარდაჭერის და/ან კვლევითი სამუშაოების, ინტერნეტში ვინაობის გაუმხელობის საკითხებზე. თუ თქვენს სკოლას გააჩნია ბოტნეტის შემსწავლელი ჯგუფი ან აწარმოებს ინტერნეტშეტევების კვლევებს (მაგალითად, როგორც ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშია ან კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტში), შეხვდით მათ და გაეცანით ყველა საშიშროებას, რაც დამახასიათებელია ინტერნეტისთვის. თუ სიახლოვეს არის სამართლის სკოლა, შეხვდით პროფესორებს, რომლებიც ასწავლიან ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებს და გაესაუბრეთ მათ, Tor-სა და მის შესაძლო შედეგებზე. მიიღეთ რჩევები ყველა მათგანისგან, ვისაც შეხვდებით და მოეწონება თქვენი განზრახვა და შეეცადეთ თანდათან, შეკრათ ჯაჭვი რაც შეიძლება მეტი კეთილიგანწყობილი მოკავშირისგან, რაც შეიძლება მეტ არეალში.

  • მეექვსე, კარგად გააცანით თქვენი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეებს Tor. ეს შეიძლება ცოტა სახიფათო სვლა იყოს, თუმცა უმჯობესია მათ თქვენგან შეიტყონ Tor-ის შესახებ, მშვიდ გარემოში, ვიდრე უცხოსგან ტელეფონით. გაითვალისწინეთ, რომ სამართალმცოდნეებს არ უყვართ, როცა კანონებს სამართლის არ მცოდნე გადასცემს, თუმცა მოხარულნი იქნებიან, თუ სხვა სამართალმცოდნეების დიდ ნამუშევარსა და მოკვლევას იხილავენ (სწორედ აქ შეგიძლიათ დაიხმაროთ EFF-ის სამართლებრივი ხ.დ.კ. და თქვენი მოკავშირეები სამართლის სკოლიდან, თუ შეძლებთ მათ მონახვას). ეცადეთ, ეს საუბრები შედგეს არაფორმალურ გარემოში, მცირე ხნით -- დაპატიჟეთ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი სამართლის საკითხებში ყავაზე და აცნობეთ „კარგი რამ, რომელიც იგეგმება სამომავლოდ“. შეგიძლიათ, თან გაიყოლოთ ზემოთ ნახსენები რომელიმე მოკავშირე, თუ ეს მეტად მოსახერხებელი იქნება თქვენთვის. აირიდეთ სერიოზული შეხვედრები და ვრცელი მიმოწერები ელფოსტით, ამასთან მკაფიოდ აღნიშნეთ, რომ მათი ოფიციალური სამართლებრივი მოსაზრება, ჯერჯერობით არ გესაჭიროებათ. დაიხსომეთ, რომ სამართალმცოდნეები ხელფასს იღებენ უარის თქმაში, თუ მათ არ ექნებათ მიზეზი, თანხმობის თქმისა, ასე რომ, როცა მოვა დრო, საბოლოო შეკითხვისა, თუ რა აზრის არიან Tor-ის გამსვლელი კვანძის გაშვებაზე, დარწმუნდით რომ შეკითხვის შინაარსი არაა „პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სიძნელეებია?“, არამედ უნდა იყოს „ჩვენ გვსურს ამის გაკეთება, დაგვეხმარებით გართულებების არიდებაში?“. სცადეთ განჭვრიტოთ პასუხი და გაიხადოთ მოკავშირეებად ის სამართალმცოდნეები, რომელთაც მოეწონებათ თქვენი მოტივები და ისურვებენ დახმარებას. თუ ექნებათ მოსაზრებები ან წამოწევენ კითხვებს, რომლებზეც არ იცით რა უნდა თქვათ, იმუშავეთ მათთან ერთად პასუხების მოძიებაზე და განაწყვეთ დადებითად. დაუმეგობრდით სამართალმცოდნეებს ადრეულ ეტაპზევე და აიცილეთ შემთხვევები, როცა მათ უწევთ ყველაფრის ერთ დღეში გაცნობა და გადაწყვეტილების სწრაფადვე მიღება.

  • მეშვიდე, გააცანით Tor, ქსელის უსაფრთხოების მცოდნე ხალხს. თქვენ დიდხანს მაინც ვერ დამალავთ Tor-ის გამსვლელ კვანძს მათგან და როგორც სამართალმცოდნეების შემთხვევაში, უმჯობესია ისევ თქვენგან შეიტყონ, ვიდრე უცხოსგან ტელეფონით. შეეცადეთ არ ჩააყენოთ უხერხულ მდგომარეობაში ან ოფიციალურად არ მოითხოვოთ ნებართვა: ქსელის უსაფრთხოების მცოდნეთა უმეტესობა, მხარს უჭერს Tor-ის დედააზრს, თუმცა არ იქნებიან მოწადინებულნი „დაუშვან“ თქვენი Tor-გადამცემი. დაპატიჟეთ ყავაზე, განუმარტეთ Tor და აცნობეთ, რომ გეგმავთ გაუშვათ Tor-ის სერვერი. ნათლად დაანახეთ, რომ სურვილი გაქვთ იმუშაოთ მათთან ერთად, რათა არ შეექმნათ დამატებითი სიძნელეები; მაგალითად, შეეძლებათ საჩივრები გადმოამისამართონ პირდაპირ თქვენთან, თუ მოისურვებენ. ამ ხალხს საქმე ისედაც თავზე საყრელად აქვთ, ამიტომ ნებისმიერი რამის მოსმენა ესიამოვნებათ, რითიც მათთვის სამუშაოს შემსუბუქებას შეძლებთ. შეგიძლიათ გააცნოთ ხერხები, რომელთა საშუალებითაც ხდება მოსალოდნელ დარღვევებზე საჩივრების შემცირება, მაგალითად სიხშირის შეზღუდვა ან ნაწილობრივი აკრძალვები გამსვლელ დებულებაში -- თუმცა, შეეცადეთ აირიდოთ ამგვარი შეთავაზებები და ნაბიჯები, ვინაიდან თუ ასეთ დათმობაზე წახვალთ, მერე რთული იქნება ყველაფრის უკან დაბრუნება.

აგრეთვე, სასურველია გაარკვიოთ, არის თუ არა გამტარუნარიანობის შეზღუდვები თქვენს დაწესებულებაში. (Tor-ს შეუძლია მრავალი სახის შეზღუდვაზე მორგება, ასე რომ ეს არაა ხელის ჩაქნევის მიზეზი).

ზოგიერთ შემთხვევაში, ჯობია გაესაუბროთ ჯერ ქსელის უსაფრთხოების მცოდნე ხალხს, ვიდრე სამართალმცოდნეებს; ზოგჯერ კი შეიძლება ხალხის სხვა ჯგუფებიც გამოჩნდეს, რომელთა ცოდნის ამაღლება და განხილვაში ჩართვაც, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს. ამის განსაზღვრა, გზადაგზა მოგიწევთ.

თუ უფლებამოსილი მხარეები დაუკავშირდებიან უნივერსიტეტს აღრიცხული ჩანაწერების მისაღებად, იყავით თავაზიანი და დახმარებისთვის მზად. Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერები, ნაგულისხმევად არაფერ გამოსადეგ ინფორმაციას არ შეიცავს, ასე რომ თუ ასლებს მოითხოვენ, არა უშავს. გამოიჩინეთ თავაზიანობა და ისარგებლეთ შემთხვევით, რომ აუხსნათ მათ Tor-ის შესახებ, თუ რატომაა მეტად მნიშვნელოვანი, მთელი მსოფლიოსთვის. (თუ ისინი ჩანაწერებისთვის პირდაპირ თქვენ დაგიკავშირდებიან, უნდა გადაამისამართოთ უნივერსიტეტის სამართალმცოდნეებთან -- დამოუკიდებლად მოქმედება, ხშირ შემთხვევაში, ცუდი აზრია ხოლმე).

If there are too many complaints coming in, there are several approaches you can take to reduce them. First, you should follow the tips in the Tor relay documentation, such as picking a descriptive hostname or getting your own IP address. If that doesn't work, you can scale back the advertised speed of your relay, by using the MaxAdvertisedBandwidth to attract less traffic from the Tor network. Lastly, you can scale back your exit policy.

არაერთს შეუნიშნავს, რომ მათი უნივერსიტეტი, შემწყნარებელია Tor-გადამცემის მიმართ, თუ ჩართულნი არიან კვლევებში, ვინაობის გაუმხელობის შესახებ. ასე რომ, თუ დაინტერესდებით, კარგი იქნება დაიწყოთ ადრეულ ეტაპზე -- იხილეთ ჩვენი საკვლევი პორტალი. ამ მიდგომას აქვს გარკვეული უპირატესობები, თუნდაც ის რომ შესაძლებელია საქმეში ჩართოთ სხვა ფაკულტეტი და სტუდენტები. ნაკლოვანება კი ისაა, რომ Tor-გადამცემის არსებობა დროებითია, ვინაიდან მისი გაუქმების პირობები წინასწარვე შეთანხმებულია. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, არაა საჭირო თავად გამსვლელი კვანძის კვლევა -- ზოგადად Tor-ქსელთან დაკავშირებული კვლევაც საჭიროს ხდის Tor-ქსელის იქვე არსებობას, საბოლოოდ კი მისი შენარჩუნება, ერთობის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

საფოსტო ჯგუფი

გამოიწერეთ საფოსტო ჯგუფი Tor-გადამცემები უნივერსიტეტებში (და სხვა სასწავლო დაწესებულებებში).