Tor-გადამცემების მოთხოვნები დამოკიდებულია გადამცემის სახეობასა და გამტარუნარიანობაზე, რომელსაც უნდა იძლეოდეს.

გამტარუნარიანობა და კავშირები

არაგამავალ გადამცემს, უნდა შეეძლოს ერთბაშად სულ მცირე 7000 კავშირის უზრუნველყოფა. ამან შესაძლოა ზედმეტად დატვირთოს სამომხმარებლო დონის როუტერები. თუ Tor-გადამცემს სერვერიდან უშვებთ (ვირტუალური თუ გამოყოფილი) რომელიც მონაცემთა ცენტრშია, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. თუ მას უშვებთ სამომხმარებლო დონის როუტერის გავლით სახლიდან, მაშინ ჯერ უნდა სცადოთ და დააკვირდეთ, შეუძლია სახლის როუტერს ამ დატვირთვის დაძლევა თუ ეწყება ჩავარდნები. სწრაფი გამსვლელი გადამცემები (>=100 მბიტ/წმ) ჩვეულებრივ საჭიროებს გაცილებით მეტი კავშირის ერთბაშად უზრუნველყოფას (>100k).

სასურველია, რომ გადამცემს გააჩნდეს სულ მცირე 16 მბიტ/წმ (მეგაბიტ-წამი) ატვირთვის გამტარუნარიანობა და 16 მბიტ/წმ (მეგაბიტ-წამი) ჩამოტვირთვის გამტარუნარიანობა ხელმისაწვდომი Tor-ისთვის. მეტი უკეთესია. უმცირესი მოთხოვნები გადამცემისთვის არის 10 მბიტ/წმ (მეგაბიტ-წამი). თუ თქვენი გამტარუნარიანობა 10 მბიტ/წმ-ზე ნაკლებია, მაგრამ 1 მბიტ/წმ-ზე მეტია, გირჩევთ გაუშვათ ხიდი obfs4-ის მხარდაჭერით. თუ არ იცით თქვენი გამტარუნარიანობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ http://beta.speedtest.net მის გასაზომად.

გამავალი მონაცემები ყოველთვიურად

საჭიროა, რომ Tor-ის გადამცემს შეეძლოს სულ მცირე 100 გბაიტის მონაცემების გატარება (და იმავე რაოდენობის მონაცემების მიღება) ყოველთვიურად. შენიშვნა: იგულისხმება მხოლოდ 1 დღე 10 მბიტ/წმ (მეგაბიტ-წამი) კავშირისას. მეტი (>2 ტბაიტი/თვეში) უმჯობესი და სასურველია. საუკეთესო შემთხვევაში, გადამცემი გაშვებული უნდა იყოს შეზღუდავი სატარიფო გეგმით ან დაშვებული იყოს 2 ტბაიტი/თვეში და მეტი. თუ გაქვთ შეზღუდული სატარიფო გეგმა, შეიძლება მომართოთ Tor მხოლოდ შერჩეული ოდენობის გამტარუნარიანობაზე ან მონაცემთა თვიურ მიმოცვლაზე.

საჯარო IPv4-მისამართი

თითოეული გადამცემი საჭიროებს საჯარო IPv4-მისამართს – ან პირდაპირ ჰოსტზე (უმჯობესია) ან NAT-ის პირობებში პორტის გადამისამართებით.

არაა აუცილებელი IPv4-მისამართი უცვლელი იყოს, თუმცა უცვლელი IP-მისამართები უმჯობესია. თქვენი IPv4-მისამართი უნდა დარჩეს უცვლელი არანაკლებ 3 საათი (თუ იგი მუდმივად იცვლება უფრო ხშირად, არ ექნება აზრი გადამცემის ან ხიდის გაშვებას, ვინაიდან საჭიროა დრო, გადამცემების IP-მისამართების ახალი სიის მისაწოდებლად მომხმარებლებისთვის – ეს კი ერთხელ ხდება საათში).

დამატებითი IPv6-კავშირი მშვენიერი და სასურველი/ხელშემწყობი იქნება, თუმცა არ მოითხოვება. ამ მოთხოვნის არარსებობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას (დასაქირავებლად ხელმისაწვდომ ყველა სერვერს მოყვება არანაკლებ ერთი IPv4-მისამართი).

შენიშვნა: თქვენ მხოლოდ ორი Tor-გადამცემი შეგიძლიათ გაუშვათ თითოეულ საჯარო IPv4-მისამართზე. თუ გსურთ ორ გადამცემზე მეტის გაშვება, დაგჭირდებათ დამატებითი IPv4-მისამართები.

მეხსიერების მოთხოვნები

  • <40 მბიტ/წმ არაგამავალი გადამცემი საჭიროებს არანაკლებ 512 მბაიტ ხელმისაწვდომ ოპერატიულს.
  • არაგამავალი გადამცემი 40 მბიტ/წმ-ზე მეტი სიჩქარით საჭიროებს 1 გბაიტ ოპერატიულს.
  • გამავალი გადამცემისთვის კი გირჩევთ არანაკლებ 1.5 გბაიტ ოპერატიულს, Tor-ის თითოეულ სერვისზე.

სივრცე დისკზე

Tor არ საჭიროებს დიდ ადგილს დისკზე. ჩვეულებრივ, Tor-გადამცემი საჭიროებს 200 მბაიტზე ნაკლებ სივრცეს Tor-ის მონაცემებისთვის (დამატებით თავად საოპერაციო სისტემის ადგილს).

CPU

  • ნებისმიერი თანამედროვე CPU (პროცესორი) გამოდგება.
  • სასურველია პროცესორები იყოს AESNI-მხარდაჭერით (რაც აუმჯობესებს წარმადობას და საშუალებას იძლევა თითოეული მიმართულებით დაახლოებით ~400-450 მეგაბიტ-წამით ისარგებლოს Tor-ის ცალკეულმა სერვისმა თანამედროვე პროცესორებზე). თუ ფაილი /proc/cpuinfo შეიცავს სიტყვას aes თქვენს CPU-ზე მხარდაჭერილია AES-NI.

მუშაობის დრო

Tor-ს არ აქვს მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნა დროის, მაგრამ თუ თქვენი გადამცემი დღეში 2 საათზე ნაკლებ ხანს იმუშავებს, მისი სარგებლიანობა მეტად შეზღუდული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, გადამცემი გაშვებული უნდა იყოს სერვერზე 24/7. დროდადრო სისტემის ან სერვისის გამორთვა და ხელახლა ჩართვა მისაღებია.

Tor-ის ვერსია

უსაფრთხოების მიზნით, Tor-გადამცემების მხარდაჭერილი ვერსია არ უნდა შეიცვალოს მხარდაჭერის არმქონე ვერსიით. ზოგიერთი მათგანი დაუცველია. გადამცემები, რომლებიც დაუცველ ვერსიაზე გადასვლას შეეცდება უარყოფილი იქნება ქსელიდან ავტომატურად.