ეს განყოფილება მოიცავს Tor-ის გადამცემის სხვადასხვა საოპერაციო სისტემაზე გაშვებისთვის საჭირო პროგრამის დაყენებისა და გამართვის საკითხებს.

აღნიშნული საფეხურები განკუთვნილია მოცემული სისტემის ბოლო მდგრადი ვერსიისთვის, Ubuntu-ს შემთხვევაში, ბოლო LTS-გამოშვებისთვის.

შენიშვნა: ზოგიერთი საოპერაციო სისტემებისთვის, ხელმისაწვდომია alpha-ვერსიის კრებულებიც (Tor-ის ვერსია ახალი შესაძლებლობებით, რომლებიც მდგრადად ჯერ არ მიიჩნევა). ეს მხოლოდ იმ ხალხისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურვილი აქვთ გამოცადონ და მოგვახსენონ ხარვეზები უახლესი გამოშვებების/შესაძლებლობების. თუ გსურთ გაუშვათ გადამცემი უმცირესი ძალისხმევით, გირჩევთ მხოლოდ მდგრადი გამოშვებებით ისარგებლოთ.

საკითხები, რომლებზეც უნდა შეჯერდეთ, სანამ გამართავთ Tor-ს

  • Tor-ის გამავალი თუ არაგამავალი (ხიდი/მცველი/შუალედური) გადამცემის გაშვება გსურთ?
  • თუ გსურთ გაუშვათ გამავალი გადამცემი: რომელი პორტები იქნება დაშვებული გამსვლელი დებულებით? (მეტი პორტი ჩვეულებრივ გულისხმობს მეტ საჩივარს დარღვევებზე)
  • რომელი გარეშე TCP-პორტის გამოყენება გსურთ შემომავალი Tor-კავშირებისთვის? („ORPort“ გამართვა: ჩვენ გირჩევთ 443 პორტს, თუ მას სხვა პროცესი არ იყენებს თქვენს სერვერზე. ORPort 443 სასურველია იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივ ერთ-ერთია, მცირე რაოდენობის ღია პორტებს შორის საჯარო WIFI-ქსელებზე. 9001 პორტი კიდევ ერთი გავრცელებული ORPort არის.)
  • ელფოსტის რომელ მისამართს მიუთითებთ საკონტაქტო ველში თქვენი გადამცემ(ებ)ისთვის? ეს მონაცემი საჯაროდ ხილული იქნება.
  • რა სიდიდის გამტარუნარიანობა/თვეში მიმოცვლილი მონაცემები გსურთ დაუთმოთ Tor-ის კავშირებს?
  • გააჩნია აღნიშნულ სერვერს IPv6-მისამართი?

დასაყენებელი ბრძანებები მოცემულია კოდის ნაწილებად და უნდა გაეშვას ძირეული უფლებებით.

დაწკაპეთ ქვემოთ, თუ რომელი სახის გადამცემი გსურთ ამუშაოთ და არ დაგავიწყდეთ გადაიკითხოთ გადამცემის დაყენების შემდგომი და სხვა სასარგებლო რჩევები.

შუა/მცველი გადამცემი

შუა/მცველი გადამცემის გაშვება

ხიდი

obfs4-ხიდის გაშვება, ცენზურის ქვეს მყოფი ხალხის დასახმარებლად, Tor-თან კავშირისთვის

Exit Relay

How to deploy an Exit Relay

Snowflake

Snowflake-ის გაშვება, დაეხმარება ცენზურის ქვეშ მყოფ ხალხს, Tor-თან დასაკავშირებლად