1. გააწყვეთ სათავსი

ჩვენ გვაქვს docker-compose ფაილს, რომელიც დაგეხმარებათ სათავსის გაწყობაში. ჯერ, ჩამოტვირთეთ docker-compose.yml, შემდეგ კი ჩაწერეთ თქვენი ხიდის გასამართი მონაცემები, ახალ ფაილში .env, რომელიც იმავე საქაღალდეშია, სადაც docker-compose.yml. აგერ ნიმუში:

# თქვენი ხიდის Tor-პორტი.
OR_PORT=X
# თქვენი ხიდის obfs4-პორტი.
PT_PORT=Y
# თქვენი ელფოსტა.
EMAIL=Z

შეცვალეთ X სასურველი OR-პორტით, Y თქვენი obfs4-პორტით (დარწმუნდით, რომ ორივე პორტი გადამისამართებულია ქსელის ფარით), ხოლო Z თქვენი ელფოსტის მისამართით, რომლითაც შევძლებთ დაგიკავშირდეთ, თუ რამე ხარვეზი წარმოექმნება თქვენს გადამცემ ხიდს. თქვენი გამართული ხიდით, უკვე შეგიძლიათ სათავსის გაწყობა, ამისთვის გაუშვით:

docker-compose up -d obfs4-bridge

ამ ბრძანებით, ავტომატურად ჩაიტვირთება თქვენი docker-compose.yml ფაილი, თუ გარსის ცვლადები გათვალისწინებულია .env-ში.

გამოტანილი უნდა იყოს შემდეგი:

Starting docker-obfs4-bridge_obfs4-bridge_1 ... done

სულ ესაა! თქვენი სათავსი ახლა უკვე ჩატვირთავს თქვენს obfs4-ხიდს.

2. განაახლეთ სათავსი

Upgrading to the latest version of our image is as simple as pulling the latest version of the image running:

docker-compose pull obfs4-bridge

And then restarting the container:

docker-compose up -d obfs4-bridge

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ხიდის მონაცემთა საქაღალდე (რომელიც შეიცავს გასაღებების მასალებს) ინახება docker-დანაყოფზე, ასე რომ არ დაკარგავთ თქვენი ხიდის მოწმობას, docker-ის ბოლო გამოშვების ასლზე განახლებისას. თუ რამდენიმე ხიდი გაქვთ გაშვებული კომპიუტერზე, უნდა გაიმეოროთ ეს საფეხური თითოეული მათგანისთვის. ჩვენ წინასწარ განვაცხადებთ ახალი ვერსიების შესახებ tor-dev საფოსტო ჯგუფში.

3. თვალი ადევნეთ აღრიცხვის ჩანაწერებს

შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თქვენი გადამცემი ხიდის ჩანაწერები ბრძანებით:

docker logs CONTAINER_ID

ახალი ხიდის Tor-ბრაუზერში გამოსაყენებლად, დაგჭირდებათ „სახიდე ხაზი“ როგორ შეგიძლიათ მონახოთ სახიდე ხაზი:

docker exec CONTAINER_ID get-bridge-line

დააბრუნებს შემდეგნაირ ჩანაწერს:

obfs4 1.2.3.4:1234 B0E566C9031657EA7ED3FC9D248E8AC4F37635A4 cert=OYWq67L7MDApdJCctUAF7rX8LHvMxvIBPHOoAp0+YXzlQdsxhw6EapaMNwbbGICkpY8CPQ iat-mode=0

If you are having trouble setting up your bridge, have a look at our help section. If your bridge is now running, check out the post-install notes.

4. გაფართოებული გამოყენება

შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებით torrc ცვლადების მითითება თქვენს .env ფაილში, OBFS4_ENABLE_ADDITIONAL_VARIABLES პარამეტრად 1-ის დაყენება და სასურველი torrc მახასიათებლებისთვის, OBFS4V_ წინსართის დართვა. მაგალითად, AddressDisableIPv6 პარამეტრის მისათითებლად, ჩაამატეთ შემდეგი ჩანაწერები .env ფაილში:

OBFS4_ENABLE_ADDITIONAL_VARIABLES=1
OBFS4V_AddressDisableIPv6=1

შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ ნიმუშად .env დასაწყებად.