შენიშვნა: Windows-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუშვათ ხიდი, თუ შეძლებთ ამუშაოთ 24/7-ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია Snowflake გამოიყენოთ წვლილის შესატანად.
1. ჩამოტვირთეთ Windows Expert Bundle და Tor-ბრაუზერი
Windows Expert Bundle. ამოაარქივეთ შიგთავსი სამუშაო ეკრანზე.
Tor-ბრაუზერი (ვერსია დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერზე). გაუშვით
.exe
და დააყენეთ ნაგულისხმევი პარამეტრებით.
დაგჭირდებათ დამალული ფაილების გამოჩენა და ასევე ფაილის დაბოლოებების. Explorer-ფანჯარის ზედა მარცხენა მხარეს, დაწკაპეთ ხედის ჩანართზე. დამალვა/გამოჩენის არეში, სულ მარჯვნივ, მონიშვნა მოუხსენით დამალულ ფაილებს; ხოლო, ფაილის გაფართოებების გამოჩენა მონიშნეთ.
2. ააწყვეთ ფაილები და გადააადგილეთ
გახსენით Tor-საქაღალდე სამუშაო ეკრანზე. ორჯერ დაწკაპეთ tor.exe
. როცა ბრძანებათა ველში გამოჩნდება: [notice] Bootstrapped 100% (done): Done
, დახურეთ ფანჯარა. შედეგად შეიქმნება საქაღალდე C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\
(სადაც <user>
თქვენი მომხმარებლის სახელია).
Tor-საქაღალდეში თქვენს სამუშაო ეკრანზე, მონიშნეთ ყველა .dll
და .exe
ფაილი, შემდეგ კი ამოჭრა/ჩასმით გადაიტანეთ საქაღალდეში C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\
.
გახსენით Data-საქაღალდე თქვენს სამუშაო ეკრანზე. შიგ არსებულ Tor-საქაღალდეში, მონიშნეთ ორივე geoip
და geoip6
, შემდეგ კი ამოჭრა/ჩასმით გადაიტანეთ C:\Users\\AppData\Roaming\tor\
საქაღალდეში.
გადადით მისამართზე C:\Users\<user>\Desktop\Tor Browser\Browser\TorBrowser\Tor\PluggableTransports
. მონიშნეთ obfs4proxy.exe
და ამოჭრა/ჩასმით გადაიტანეთ საქაღალდეში C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\
.
3. შექმენით და ჩაასწორეთ Tor-ის გამართვის ფაილი
საქაღალდეში C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\
, მარჯვენა წკაპით ცარიელ ადგილას გამოსულ მენიუში აირჩიეთ New > Text Document
. ფაილს დაარქვით torrc
; გაფართოება არ ესაჭიროება.
ორმაგი წკაპით torrc
ფაილზე გამოსულ ფანჯარაში How do you want to open this file?, აირჩიეთ Notepad
. დაამატეთ მოცემული ჩანაწერები:
Log notice file C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\notice.log
GeoIPFile C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\geoip
GeoIPv6File C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\geoip6
BridgeRelay 1
# შეცვალეთ „TODO1“ სასურველი Tor-პორტით.
# ეს პორტი გარედან მისაწვდომი უნდა იყოს.
# აირიდეთ 9001 ვინაიდან, მეტად გაიგივებულია Tor-თან და ცენზორებმა შეიძლება გადაამოწმონ ინტერნეტიდან ეს პორტი.
ORPort TODO1
ServerTransportPlugin obfs4 exec C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\obfs4proxy.exe
# შეცვალეთ „TODO2“ სასურველი obfs4-პორტით.
# ეს პორტი გარედან მისაწვდომი უნდა იყოს და განსხვავდებოდეს OR-პორტისთვის განსაზღვრულისგან.
# აირიდეთ 9001 ვინაიდან, მეტად გაიგივებულია Tor-თან და ცენზორებმა შეიძლება გადაამოწმონ ინტერნეტიდან ეს პორტი.
ServerTransportListenAddr obfs4 0.0.0.0:TODO2
# ადგილობრივი კავშირის პორტი Tor-სა და obfs4-ს შორის. ყოველთვის მიუთითეთ „auto“.
# „Ext“ ნიშნავს გაფართოებულს, „extended“ და არა გარეს, „external“. არ სცადოთ ცალკეული პორტის ნომრის მითითება ან 0.0.0.0. პორტის დაყენება კავშირის მისაღებად.
ExtORPort auto
# შეცვალეთ „<address@email.com>“ თქვენი ელფოსტით, რომ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება, თუ რამე ხარვეზი წარმოექმნება გადამცემ ხიდს.
# ეს არაა სავალდებულო მაგრამ სასურველია.
ContactInfo <address@email.com>
# აირჩიეთ სასურველი მეტსახელი ხიდისთვის. არასავალდებულოა.
Nickname PickANickname
არ დაგავიწყდეთ შეცვალოთ ORPort
, ServerTransportListenAddr
, ContactInfo
, <user>
, და Nickname
პარამეტრები.
გამოიყენეთ უცვლელი obfs4-პორტი 1024-ზე ზევით, მაინც აირიდეთ 9001.
გაითვალისწინეთ რომ ორივე, Tor-ის OR-პორტი და მისი obfs4-პორტი უნდა იყოს მისაწვდომი. თუ თქვენი ხიდი ქსელის ფარის ან NAT-ის უკანაა, დარწმუნდით რომ ორივე პორტი ღიაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელმისაწვდომობის ჩვენი შემმოწმებელი რომ ნახოთ, არის თუ არა obfs4-პორტი მისაწვდომი ინტერნეტიდან.
4. გაუშვით Tor
გახსენით ბრძანებათა ველი. შეიცვალეთ საქაღალდე ბრძანებით: cd C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\
. აკრიფეთ: tor.exe -f torrc
.
5. თვალი ადევნეთ აღრიცხვის ჩანაწერებს
იმის დასამოწმებლად, რომ თქვენი გადამცემი ხიდი გაშვებულია უხარვეზოდ, უნდა იხილოთ ასეთი რამ ჩანაწერში C:\Users\<user>\AppData\Roaming\tor\notice.log
.
[notice] Your Tor server's identity key fingerprint is '<NICKNAME> <FINGERPRINT>'
[notice] Your Tor bridge's hashed identity key fingerprint is '<NICKNAME> <HASHED FINGERPRINT>'
[notice] Registered server transport 'obfs4' at '[::]:46396'
[notice] Tor has successfully opened a circuit. Looks like client functionality is working.
[notice] Bootstrapped 100%: Done
[notice] Now checking whether ORPort <redacted>:3818 is reachable... (this may take up to 20 minutes -- look for log messages indicating success)
[ცნობა] თვითშემოწმება აჩვენებს, რომ თქვენი ORPort ხელმისაწვდომია გარედან. მშვენიერია. გამოქვეყნდება სერვერის აღმწერი.
6. ბოლო შენიშვნები
If you are having trouble setting up your bridge, have a look at our help section. If your bridge is now running, check out the post-install notes.