Snowflake-პროქსის გაშვება ბრაუზერის დამატებად, საუკეთესო გზაა, ნაკლები ძალისხმევით გამტარუნარიანობის შესაწირად, თუ არ გაქვთ მუდმივი, მდგრადი კავშირი სერვერთან. მეტაც მცირე მოთხოვნებია, ბრაუზერზე დაფუძნებული პროქსის გასაშვებად:
- გამოსადეგია Firefox ან Chromium/Chrome ბრაუზერად
- ჩართული უნდა იყოს WebRTC
1. დააყენეთ Snowflake-ის დამატება ბრაუზერში
თუ გაშვებული გაქვთ Firefox, შეგიძლიათ დააყენოთ ჩვენი დამატება Firefox-ისთვის. Chrome-ის მომხმარებლებს, ჩვენი დამატების დაყენება შეუძლიათ Google-ის მაღაზიიდან.
როცა დააყენებთ, გადამრთველზე ჩართვის
მითითებით, შეძლებთ ამოქმედებას ან გათიშვას.
ყველაზე მარტივია, დატოვოთ გაშვებული ბრაუზერის გამოყენებისას, ხელს არ შეგიშლით გვერდების მონახულებაში.
2. თვალი ადევნეთ Snowflake-მდგომარეობისა და გამოყენების მონაცემებს
Snowflake-დამატება გაცნობებთ, თუ რამდენ ადამიანს დაეხმარეთ ბოლო 24 საათში. აგრეთვე გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება, თუ Snowflake ვერ უკავშირდება მომხმარებლებს ან ხიდურ გადამცემს.