მითითებები, რომლებითაც შეძლებთ გაუშვათ დამოუკიდებელი Snowflake სერვერზე და დაეხმაროთ ცენზურის ქვეშ მყოფ ხალხს, დაუკავშირდნენ Tor-ქსელს. ერთადერთი მოთხოვნა, ინტერნეტკავშირია, თუმცა, დამოუკიდებლად გაშვებული Snowflake-პროქსის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი დაყენება შეიძლება სერვერებზე, გაზრდილი გამტარუნარიანობისა და სანდოობისთვის, შემზღუდველი NAT-ისა და ქსელის ფარის უკან მყოფი მომხმარებლებისთვის. ამიტომ, მაინც გირჩევთ უზრუნველყოთ:
- 24/7 ინტერნეტშეერთება
- Full-cone NAT (შეგიძლიათ გამოიყენოთ NAT-ქცევის ეს ხელსაწყო იმის დასადგენად, თუ რა სახის NAT გაქვთ. მნიშვნელოვანი მახასიათებლები არის address-independent mapping და ასევე, address-independent ან address-dependent filtering)
რამდენიმე გზაა, დამოუკიდებელი Snowflake-პროქსის გასაშვებად.
Docker-ის გამართვა
წინასწარ უნდა გქონდეთ Docker და docker-compose დაყენებული.
We have a Docker image to ease the setup of a snowflake proxy. ჯერ ჩამოტვირთეთ docker-compose.yml. შემდეგ, განათავსეთ პროქსი ბრძანებით:
docker-compose up -d snowflake-proxy
უნდა იხილოთ გამოტანილი:
Creating snowflake-proxy ... done
თქვენი პროქსი გამართულია და მუშაობს!
Ansible
არსებობს Ansible-მომსახურებების ნაკრები, Snowflake-პროქსის დასაყენებლად Debian-ზე, რომლის შემქმნელია Jacobo Nájera: https://galaxy.ansible.com/nvjacobo/snowflake
აწყობა წყაროდან და გაშვება
ჯერ უნდა დააყენოთ და გამართოთ Go, დამოუკიდებელი proxy-go კოდის ასაწყობად. თუ გაქვთ Ubuntu ან Debian, შეგიძლიათ დააყენოთ Go ბრძანებით -
apt install golang
. თუ არადა, ეწვიეთ https://golang.org/dl/. დაგჭირდებათ Go 1.13+ ვერსია, Snowflake-პროქსის გასაშვებად.გადმოიტანეთ პირველწყარო კოდის ასლი.
git clone https://git.torproject.org/pluggable-transports/snowflake.git
- ააწყვეთ Snowflake-პროქსი.
cd snowflake/proxy go build
- გაუშვით Snowflake-პროქსი.
იმისთვის, რომ proxy-go გადამისამართდეს snowflake-broker-ზე, proxy-go instances უნდა გაიმართოს runit-ით. თუმცაღა უფრო მარტივი nohup ბრძანება, აგრეთვე მოგცემთ საშუალებას, გაუშვათ ფონურად.
nohup ./proxy &