ჰოსტინგის მომსახურების მომწოდებლის არჩევა

წვდომა მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან (>=100 მბიტ/წმ ორივე მიმართულებით) და ფიზიკური კომპიუტერული ტექნიკის ქონა საუკეთესო საშუალებაა გადამცემის გასაშვებად. სრული მართვის შესაძლებლობით აპარატურასა და კავშირზე, მიიღებთ უკეთ სამართავ (სწორად შესრულების შემთხვევაში) დაცულ გარემოს. ფიზიკური აპარატურა შეიძლება სახლშიც იქონიოთ (ᲜᲣ გაუშვებთ გამსვლელ Tor-გადამცემს თქვენი სახლიდან) ან მონაცემთა ცენტრში. ზოგჯერ, ამას უწოდებენ დაყენებას „ცარიელ რკინაზე“ (bare metal).

თუ არ ფლობთ აპარატურას, შეგიძლიათ გადამცემის გაშვება დაქირავებულ გამოყოფილ სერვერზე ან ვირტუალურ კერძო სერვერზე (VPS). ღირებულება შეიძლება მერყეობდეს თვეში $3.00-იდან, ათასობით დოლარამდე, დამოკიდებულია მომწოდებელზე, აპარატურის სახეობასა და გამტარუნარიანობაზე. VPS-ის ბევრი მომწოდებელი, არ მოგცემთ გამსვლელი გადამცემის გაშვების საშუალებას. უნდა გაითვალისწინოთ VPS-მომწოდებლის მომსახურების პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ანგარიში გაგიუქმონ. დამატებითი ინფორმაციისთვის, სივრცის მომწოდებლებსა და მათ დებულებებზე, Tor-გადამცემების დაშვების შესახებ, გთხოვთ იხილოთ Tor-ის ერთობის მიერ შედგენილ ამ ჩამონათვალში: GoodBadISPs.

საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ჰოსტის არჩევისას

  • რა მოცულობის მონაცემების მიმოცვლაა დაშვებული? გამტარუნარიანობა „შეუზღუდავია“?
  • იძლევა მომწოდებელი IPv6-კავშირის შესაძლებლობას? სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
  • რომელ ვირტუალიზაციას / ჰიპერვიზორს (თუ არის) იყენებს მომწოდებელი? ნებისმიერი გამოსადეგია, გარდა OpenVZ-ისა.
  • იწყებს სივრცის მფლობელი გამტარუნარიანობის შეფერხებას, გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდგომ?
  • რამდენად კარგადაა მიერთებული დამოუკიდებელი სისტემა მთავართან? ამაზე პასუხის მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ AS-შეფასება დამოუკიდებლად მომუშავე სისტემების, თუ გსურთ შედარება: (დაბალი მნიშვნელობა უკეთესია) http://as-rank.caida.org/

თუ გეგმავთ გამსვლელი გადამცემების გაშვებას

  • იძლევა მფლობელი Tor-ის გამსვლელი გადამცემის გაშვების საშუალებას? გირჩევთ პირდაპირ ჰკითხოთ, წინასწარ.
  • იძლევა მფლობელი WHOIS-ჩანაწერების მორგების საშუალებას, თქვენი IP-მისამართებისთვის? შედეგად მფლობელი ნაკლებ საჩივარს მიიღებს, თქვენს ნაცვლად.
  • იძლევა მფლობელი სასურველი DNS-ის უკუგადაწყვეტის შესაძლებლობას? (DNS PTR ჩანაწერი)

ჩვეულებრივ, ამ კითხვების დასმა, წინასწარ პერიოდში, შეძენამდე შეიძლება.

AS/მდებარეობის დანაწილება

განთავსების სივრცის მომწოდებლის არჩევისას, გაითვალისწინეთ ქსელის დანაწილება დამოუკიდებლად მომუშავე სისტემის (AS) და ქვეყნის დონეზე. რაც უფრო მეტადაა დანაწილებული ქსელი, მეტად მდგრადი იქნება შეტევებისა და შეფერხებების მიმართ. ზოგჯერ გაურკვეველია, რომელ AS-ს იძენთ, ვინაიდან გადამყიდველთან ურთიერთობთ. ამიტომ, ჰკითხეთ მფლობელს AS-ს რაოდენობის შესახებ, შეკვეთის მიცემამდე.

კარგი იქნება, თუ თავს აარიდებთ ისეთ მფლობელებს, რომელთა სივრცეში უკვე ბევრი Tor-გადამცემია გაშვებული, თუმცა ჯობია კიდევ ერთი მიემატოს, ვიდრე საერთოდ არ გაეშვას.

შეეცადეთ აირიდოთ შემდეგი მომწოდებლები:

  • OVH SAS (AS16276)
  • Online S.a.s. (AS12876)
  • Hetzner Online GmbH (AS24940)
  • DigitalOcean, LLC (AS14061)

იმის გამოსარკვევად, თუ რომელი მფლობელები და ქვეყნებია უკვე ათვისებული სხვა გამშვებების მიერ (რომელთა არიდებაც სასურველია), შეგიძლიათ გამოიყენოთ გადამცემების საძიებელი:

საოპერაციო სისტემის შერჩევა

გირჩევთ გამოიყენოთ ის საოპერაციო სისტემა, რომელზეც შეჩვეული ხართ, მაგრამ თუ შესაძლებელია, ქსელისთვის მეტად სასურველია BSD და სხვა სისტემები, გარდა Linux-ზე დაფუძნებული გადამცემებისა. გადამცემების უმეტესობა ამჟამად გაშვებულია Debian-ზე.

მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია მიმდინარე დისტრიბუტივები Tor-ქსელში, რითიც ნათელი ხდება, თუ რაოდენ მეტად გვესაჭიროება სისტემები, რომლებიც არაა ლინუქსზე დაფუძნებული.

გამართვა საოპ. სისტემის დონეზე

საოპერაციო სისტემის მოწყობა, სცდება ამ სახელმძღვანელოს მიზნებს, თუმცა შემდეგი საკითხები, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა Tor-გადამცემისთვის, ამიტომ გვსურს მაინც შევეხოთ აქ.

დროის სინქრონიზაცია (NTP)

მიმდინარე დროის პარამეტრები, არსებითად მნიშვნელოვანია Tor-გადამცემებისთვის. სასურველია, რომ გამოიყენოთ ქსელის დროის ოქმი (NTP) დროის სინქრონიზაციისთვის და სასაათე სარტყლის სისწორის უზრუნველსაყოფად.