ჩვენ გვსურს შევასწავლოთ მსოფლიოს Tor-ის შესახებ. დაგვეხმარებით?

ხელმძღვანელობთ Tor-ის გადამზადების სემინარებს ან გსურთ ამის გაკეთება? ეძებთ მასალებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს ერთობას, უკეთ შეისწავლოს Tor? ჩვენ დაგიდგებით გვერდში.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი ხიფათის ქვეშ არიან, Tor-ისა და პირადულობის სხვა საშუალებების სწავლება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, სათანადო ყურადღების გარეშე. თუ ეს თქვენს საზოგადოებასაც ეხება ან არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ დაუკავშირდეთ ერთობის ჩვენს გუნდს დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად.

ერთობა

გადამზადების ჩასატარებლად გამოცდილი რჩევები

კარგი მომზადება გადამწყვეტია შედეგიანი და უსაფრთხო გადამზადების ჩასატარებლად, ასე რომ ჩვენ გაგვაჩნია მასალები, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

გადამზადების წინაპირობები

ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ წინასწარ გასავლელი საკითხების სია, გადამზადების ჩასატარებლად.

გადამზადების მასალები

ასწავლით Tor-ის შესახებ თქვენს ერთობას? ეს მასალები გამოგადგებათ.

ქცევის კოდექსი მწვრთნელთათვის

ზრუნვა უსაფრთხო, მიმზიდველ გარემოზე

Tor-ის გადამზადების ხ.დ.კ.

ახალბედები Tor-პროექტში, ხშირად სვამენ ერთსა და იმავე კითხვებს და შეგვიძლია დაგეხმაროთ, მათზე პასუხების მომზადებაში.

საფრთხეები

გარემოებები, რაც გასათვალისწინებელია, ციფრული უსაფრთხოების გადამზადების დაწყებამდე.

შემოუერთდით ერთობას

გსურთ მოიწვიოთ ვინმე Tor-იდან თქვენი ჯგუფის გადამზადებისთვის? მიუხედავად იმისა, რომ გადამზადების დიდი ოდენობით მოთხოვნებს ვიღებთ და შესაძლოა, უშუალოდ ცალკეული პირი ვერ შემოგთავაზოთ, მაინც არის დახმარების საშუალება. დაუკავშირდით ჩვენი ერთობის გუნდს და დავილაპარაკოთ.

ერთობის საფოსტო ჯგუფი