უსაფრთხოების გადამზადების ჩატარება არის სასიამოვნო და ღირებული საშუალება, საზოგადოების დასახმარებლად ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაში. კარგი მომზადება გადამწყვეტია შედეგიანი და უსაფრთხო გადამზადების ჩასატარებლად, ასე რომ ჩვენ გაგვაჩნია მასალები, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

გადამზადების დაწყებამდე

ნამდვილად ვარ ის, ვინც გადამზადება უნდა ჩაატაროს?

უსაფრთხოების გადამზადება ეხმარება ხალხს, ურთიერთკავშირსა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში, მაგრამ არის კიდევ საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია, საფრთხის ქვეშ მყოფ გარკვეულ ჯგუფებთან მუშაობისას. სწორედ ამიტომ, გირჩევთ მასალებს EFF-ის უსაფრთხოების საგანმანათლებლო მეგზურიდან, „ნამდვილად ვარ ის, ვინც გადამზადება უნდა ჩაატაროს?“. ეს მასალა დაგეხმარებათ, რომ მეტად ხარისხიანი, გამოსადეგი ცოდნა მისცეთ ხალხის იმ ერთობას, რომელთა გადამზადებაც გსურთ.

დამატებითი კითხვები, რომლებიც თავს უნდა დაუსვათ, სანამ გადაწყვეტთ გადამზადების ჩატარებას:

  • როგორ უნდა შეაფასოთ თქვენი ჯგუფის საჭიროებები? რა მოთხოვნების დაკმაყოფილება შეგიძლიათ?
  • როგორ უნდა შეაფასოთ თქვენი ჯგუფის შესაძლებლობების დონე? რომელი უნარების განვითარება შეგიძლიათ შესთავაზოთ?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, შეგეძლებათ გადამზადების დაგეგმვა!

  1. მონახეთ ადგილი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი, ინტერნეტკავშირით და სხვა საჭირო აღჭურვილობით, როგორიცაა საწერი დაფა, პროექტორი და ეკრანი. დარწმუნდით, რომ მოცემული ადგილი, ყველა დამსწრესთვის უსაფრთხო და მისაღებია.
  2. გაავრცელეთ ღონისძიების შესახებ თქვენს საზოგადოებრივ სივრცეში, გაითვალისწინეთ უსაფრთხოებაც. ბევრი თვალსაზრისით, სოციალური ქსელი საუკეთესო ადგილია ამისთვის, თუმცა მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი ჯგუფებისთვის, რამე უფრო მცირე ქსელები ან ცალკეული წევრების მეშვეობით, სანდო ხალხისთვის ცალ-ცალკე გაზიარება შეიძლება ჯობდეს.
  3. წარმოადგინეთ ნაბეჭდი სახით, ადგილობრივ ენაზე მეტად რთული საკითხები, რომელთა სწავლებასაც აპირებთ.
  4. გაამზადეთ საკმარისი ოდენობის მისაწეპებლები, მონაწილეთათვის დასარიგებლად!
  5. შექმენით ბმულების ჩამონათვალი ყველა იმ მასალის, რომლებზე საუბარსაც აპირებთ. ეს მოიცავს ჩამოსატვით მასალებსა და სახელმძღვანელოს PDF-ის სახით. ამ ბმულებს გაუზიარებთ დაფაზე დაწერით ან პროექტორზე ჩვენებით, გადამზადების ჩატარებისას.
  6. განსაზღვრეთ, როგორ ჩართოთ დამხმარეები გადამზადების ჩატარებაში. შეძლებთ მარტომ გააკეთოთ ყველაფერი? თუ დაგჭირდებათ თანამშრომლები? თუ საჭიროებთ დახმარებას, დარწმუნდით რომ თქვენ მიერ მოწვეულ თანამშრომლებსაც აქვთ გააზრებული ერთობის უსაფრთხოების საჭიროებები და დაუკავშირდით ერთობის წარმომადგენელ პირებსაც, რომ გადაამოწმოთ, არიან თუ არა თანახმა, დამატებითი მწვრთნელების ჩართვის.
  7. დარწმუნდით რომ თქვენ მიერ წარდგენილი მასალები უახლესია (როგორც ინფორმაცია, ასევე სურათები) და შეინახეთ წარსადგენი ფაილი ორი სახით -- მაგალითად, odp და pdf -- ამასთან, დამატებით კიდევ ერთ მოწყობილობაზე -- მაგალითად, კომპიუტერსა და USB-მეხსიერებაზე.
  8. Decide how you will facilitate a safer space. We recommend using the Tor Code of Conduct.

აგრეთვე, დაწყებისას შეგიძლიათ სთხოვოთ მონაწილეებს, თავად შეადგინონ საკუთარი წესდება თავიანთი საზოგადოებებისთვის.

 გადამზადების მიმდინარეობისას

  1. შექმენით განრიგი და გააზიარეთ პროექტორით ან დაფაზე, რომ მონაწილეები მომზადებულნი იყვნენ დღის განმავლობაში.
  2. გააცანით, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება და როდის იქნება შესვენებები. აუცილებლად გაითვალისწინეთ შესვენებები!
  3. გააცანით, როდის მიიღებთ კითხვებს, მიმდინარეობისას, ბოლოს თუ ნებისმიერ დროს.
  4. გააცანით, როგორ სთავაზობთ საქმეში დახმარებას (თუ სთავაზობთ).
  5. გააცანით, როგორ შეძლებენ მონაწილეები თქვენთან უსაფრთხოდ დაკავშირებას, გადამზადების შემდგომ.
  6. Show the participants the resources at community.torproject.org and support.torproject.org.
  7. მიაწოდეთ მონაწილეებს სხვა მასალებიც, როგორიცაა sec.eff.org.

 გადამზადების შემდგომ

  1. დაფიქრდით, როგორ შეაფასებთ ჩატარებული გადამზადების შედეგიანობას.

შეიძლება დაგჭირდეთ კითხვარის შედგენა ან პირდაპირი მიმართვა მონაწილეებისადმი, უკუკავშირის მისაღებად.