ჩვენამდე ჯერ არ მოსულა ცნობა, რომ ოდესმე რამე ცუდი შემთხვეოდეს Tor-ის მწვრთნელებს ხალხის გადამზადების ან Tor-ზე საუბრის გამო. თუმცაღა, ზოგიერთ ქვეყანაში და ზოგიერთ გარემოებაში, არაა გამორიცხული რომ ადამიანთა უფლებების დამცველთა შეკრებაც კი სახიფათო იყოს, უკანონობად ითვლებოდეს ანდაც ამის გამო ხალხს იჭერდნენ, დევნიდნენ, აჯარიმებდნენ, ემუქრებოდნენ, მთავრობას კონტროლის ქვეშ აყავდეს და მეთვალყურეობის სამიზნე ხდებოდნენ.
თუ გსურთ Tor-ის გადამზადების ჩატარება პირველად და არ იცით, როგორ შეაფასოთ პოლიტიკური და სოციალური ვითარება, დაჟინებით გირჩევთ გაეცნოთ ამ მასალას, ხოლო გადაუწყვეტელი საკითხების არსებობისას, დაუკავშირდეთ Tor-ერთობის გუნდს, ფარულად.
ხიფათი, ციფრული უსაფრთხოებაში გადამზადებას შეიძლება ახლდეს, მხოლოდ გარკვეულ პირობებში. Tor-ის საკითხებში გადამზადების მოსალოდნელი საფრთხეები, დამოკიდებულია:
- მომასწავებელ საშიშროებებზე აქტივისტი რომელიც უკვე არაერთხელაა შემჩნეული, გაცილებით მეტად იქნება დაკვირვების ქვეშ და შესაბამისად მეტ ყურადღებას მიიპყრობს, როცა დანარჩენებს დაუკავშირდება, ციფრული უსაფრთხოების გადამზადების ჩასატარებლად.
- ქვეყანაში არსებულ კანონებსა და შეზღუდვებზე. გაესაუბრეთ ადგილობრივ სამართალმცოდნეებს და უფლებადამცველ დაწესებულებებს რომ შეიტყოთ, აქამდეც ჰქონია თუ არა დევნას ადგილი, მსგავსი სახის საქმიანობაში ჩართულობის გამო.
- გადამზადების სახეებზე. ყველა სახის გადამზადებას არ ახლავს ერთნაირი დონის საფრთხეები. მაგალითად, როცა საუბარია პირადი მონაცემების დაცვაზე ციფრულ ეპოქაში, ეს შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ მთავრობის ცენზურისთვის გვერდის ავლის სწავლება, მძიმე დანაშაულად ჩაითვალოს.
- დამსწრეებზე. უნივერსიტეტის სტუდენტების შეკრებამ, შესაძლოა არ მიიქციოს ყურადღება, მაგრამ თუ მოაგროვებთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გამჟღავნებულ საბუთებსა და მთავრობის კორუფციაზე მუშაობენ, მეტი სიფრთხილის გამოჩენა დაგჭირდებათ, მათთან ფარული გზით დასაკავშირებლად.
- ჩატარების ადგილზე. Tor-ის გადამზადებისთვის ზოგიერთი სივრცე, შესაძლოა არასასურველი იყოს მონაწილეთა ვინაობის ხელშეუხებლობისთვის. საუკეთესო შემთხვევაში, უნდა შეირჩეს კერძო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება შემსვლელთა კონტროლი. თუ საჯარო სივრცეა, მაშინ გადამზადების ჩატარებამდე გაარკვიეთ, მონაწილეები თანახმა არიან თუ არა, ვინაობის გასაჯაროების.
საფრთხეების შეფასება
ზოგიერთი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, ციფრული უსაფრთხოების გადამზადების ჩატარებამდე:
- ოდესმე, ჩემს ქვეყანაში ვინმე გამხდარა დამნაშავე ინტერნეტში საქმიანობის გამო? (არაა აუცილებელი საქმე ეხებოდეს უშუალოდ ციფრული უსაფრთხოების გადამზადებას ან Tor-ის გამოყენებას).
- არსებობს კანონი ქვეყანაში, რომელიც მოითხოვს ინტერნეტის მომწოდებლისგან (ISP) ზედამხედველობას, ჩემს მოქმედებებზე ინტერნეტში?
- კანონიერია ჩემთვის, გარკვეულ საიტებთან წვდომის უფლება?
- იკრძალება ჩემს ქვეყანაში სარგებლობა:
- კრიპტოგრაფიით?
- ვინაობის დასაფარი პროგრამით?
გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა საკითხების სრული ჩამონათვალი.
აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანას არ აქვს კანონები, საგანგებოდ ციფრული უსაფრთხოების გადამზადების ასაკრძალად, ციფრული უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება, შესაძლოა მაინც დანაშაულად მიიჩნეოდეს გარკვეულ ქვეყნებში სხვა, მომიჯნავე კანონების მეშვეობით. მაგალითად, Tor-ბრაუზერის გამოყენება შეიძლება განიხილებოდეს უკანონო ან ანტისამთავრობო მოქმედებად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ სამართალმცოდნეები და ინფორმაცია რასაც გაწვდით, არ შეიძლება მიიღოთ სამართლებრივი სახის რჩევებად. ამასთან, თქვენი კავშირი ჩვენთან, არაა დაცული და არ სარგებლობს რამე სამართლებრივი უპირატესობით, ასე რომ კანონდამცველებს, სასამართლო უწყებით შეუძლიათ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის ამოღება. თუმცა, ჩვენ გვაქვს საშუალება დაგაკავშიროთ სამართალმცოდნეებთან, რომელთაც შეუძლიათ თქვენს კითხვებსა და/ან მოსაზრებებზე პასუხის გაცემა.
გამოსადეგი მასალებისთვის იხილეთ: