ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებელთა პირად მონაცემებს სამომხმარებლო კვლევისას.

ჩვენ გვაქვს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, ინტერნეტის თავისუფლებისთვის საჭირო საშუალებების შესაქმნელად. გზა, რომლითაც ხელსაწყოებს ვქმნით, აგრეთვე ქმნის ერთობასაც. ჩვენი კვლევა ეფუძნება წინაპირობებს თანხმობის, პატივისცემისა და თანაგრძნობის. შეგიძლიათ უბიძგოთ თქვენს ერთობასაც, ჩვენი ხერხებით სწავლების შედეგად, სამომხმარებლო კვლევაში დახმარებისთვის.

ერთობა

Become an alpha tester

ჩვენ ხშირ-ხშირად ვუშვებთ Tor-ბრაუზერის ადრეულ ვერსიებს, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ პროგრამული გაუმჯობესებებისა და ახალი ხედვების გამოცდა. გაწევრიანდით ჩვენს შემმოწმებელთა წრეში.

ღია სამომხმარებლო კვლევა

ჩვენ, შემუშავებისას პირველ რიგში მომხმარებლის საჭიროებებს ვაყენებთ. სწორედ ასე ვახერხებთ პირადულობის მძლავრი დაცვის საშუალებებით მათ უზრუნველყოფას, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ეს. გაეცანით უკეთ, თუ რას ვსაქმიანობთ და დაიწყეთ სამომხმარებლო კვლევის ჩატარება, თქვენს ადგილობრივ საზოგადოებაში.

სამომხმარებლო კვლევის სახელმძღვანელო

ჩვენ მხოლოდ აუცილებელ მონაცემებს ვაგროვებთ, მომსახურებების გასავითარებლად.

Tor Personas

Personas გვეხმარება წარვმართოთ ადამიანის საჭიროებებზე მიმართული დაგეგმვა, თითოეულ გუნდში. გაეცანით, თითოეული სახის Tor-მომხმარებელს.

მოხალისეობრივი წვლილი

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს პირადულობასა და უსაფრთხოებაზე.

ანგარიშები

ჩვენ გახსნილობის ერთგულნი ვართ, სწორედ ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სამომხმარებლო კვლევები, რომლებიც ჩავატარეთ ჩვენს ერთობაში.

გახდით ერთობის სამომხმარებლო მკვლევარი

ხართ აგებულების მკვლევარი, სამომხმარებლო მკვლევარი, სტუდენტი ან უბრალოდ გსურთ მეტი შეიტყოთ Tor-ის მომხმარებლებზე? გაქვთ ახალი მოსაზრებები, შემოთავაზებები ან კვლევა, რომელიც გააუმჯობესებს Tor-ის პროგრამებს? დაგვეხმარეთ და შეათანხმეთ სამომხმარებლო კვლევა თქვენს ადგილობრივ ერთობასთან და გაეცანით ვრცლად, გამოცდილ საშუალებებს საფრთხის ქვეშ მყოფი მომხმარებლებთან სამუშაოდ.

UX-გუნდის საფოსტო ჯგუფი