გილოცავთ! თქვენ აპირებთ პირველი სამომხმარებლო კვლევის ჩატარებას Tor-ზე – მოხარულნი ვართ რომ შემოგვიერთდით! აქ, თქვენ იხილავთ გამოსადეგ მითითებებს, განკუთვნილს კვლევის გასაადვილებლად როგორც თქვენთვის, ასევე თქვენს კვლევაში მოწვეულთათვის.
პირველ რიგში, დარწმუნდით რომ წაკითხული გაქვთ Tor-ის ქცევის კოდექსი.
პატივი ეცით პირადულობას
Tor-ში, ჩვენ არ ვაგროვებთ მისატაცებელ მონაცემებს მომხმარებლის ქცევის შესახებ, მხოლოდ მომსახურების გასაუმჯობესებელ ინფორმაციას. ჩვენ ვამოწმებთ პროგრამას და არა ხალხს.
იყავით ყურადღებიანი მსმენელი და გონებაგახსნილი
მოსმენის უნარი ქმნის ურთიერთობებს. მიგვაჩნია, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს მომსახურებებს, არამედ ჩვენს საზოგადოებასაც.
ისწავლეთ
გადამზადებისას, ჩვენ ვისმენთ ხალხის ამბებს მათ ცხოვრებაზე, სამართლებრივ გარემოზე, რომელშიც იმყოფებიან და სირთლეებზე, რომელთაც აწყდებიან. ამ გზით, ჩვენ ვიგებთ, თუ როგორ გავუადვილოთ ხალხს ინფორმაციასთან წვდომა Tor-ის საშუალებით. სხვების მოსმენით, ჩვენ ვსწავლობთ.
განმარტეთ და მოიპოვეთ თანხმობა
ჩვენ არ ვინახავთ და არ ვაქვეყნებთ სახელებს ან საკონტაქტო ინფორმაციას კვლევის მონაწილეების შესახებ, ამასთან, ნებისმიერ დროს, როცა დააპირებთ მათი მონაცემების დამუშავებას (გამოხმაურების მიღებისას, კითხვარის წარდგენისას ან სხვა ჩანაწერებისთვის) აუცილებლად უნდა ითხოვოთ წერილობითი ნებართვა, თანხმობის საბუთით, წინასწარვე.
შეუთანხმდით მწვრთნელს და Tor-ის UX-გუნდს
მარტოს არ მოგიწევთ ამის გაკეთება - მხარს დაგიჭერთ შეხვედრებით, სახელმძღვანელოებითა და მრჩევლებით, სურვილის შემთხვევაში. გაწევრიანდით ჩვენი IRC-ის არხზე #tor-ux ან tor-ის თარგმნის საფოსტო ჯგუფში.
დაჟინებით გირჩევთ, მიჰყვეთ გეგმას გადამზადების მწვრთნელთან ერთად. დღის წესრიგი ისე უნდა განისაზღვროს, რომ დარჩეს სათანადო დრო თქვენი გასაუბრებებისთვის ან სავარჯიშოებისთვის, გადამზადების ბოლოსკენ.
გადამზადების საწყის ეტაპზე, დარწმუნდით რომ ყველამ იცის თქვენი მოვალეობების შესახებ და თუ რატომ აკეთებთ ჩანიშვნებს მიმდინარეობისას.
მოემზადეთ!
დაწყებამდე, წაიკითხეთ და ამობეჭდეთ დემოგრაფილი კითხვარისა და სამომხმარებლო კვლევის მოხსენების ნიმუშები. აგრეთვე, შეიძლება თან იქონიოთ სარგებლიანობის შემოწმების შერჩეული მასალები და თანმხლები მეთოდოლოგია, თუ გააჩნია.
უფრო მარტივია ამ საბუთების ამობეჭდვა და ხელზე ქონა, მაგრამ თუ გირჩევნიათ, უბრალოდ კომპიუტერში აკრეფილიც გამოდგება.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა არ გქონდეთ ინტერნეტკავშირი შეხვედრის ადგილას. თუ გეგმავთ რომელიმე Tor-პროგრამის დაყენებას გამოცდის ან გასაუბრების მიმდინარეობისას, დაგჭირდებათ წინასწარ ჩამოტვირთვა, შეხვედრის დაწყებამდე.
გასაუბრების მიმდინარეობა
მადლობა მოახსესნეთ თითოეულს, მონაწილეობის სურვილის გამოთქმისთვის და განუმარტეთ, რომ ჩვენ ვამოწმებთ მხოლოდ პროდუქტს და არა მათ. გასაუბრებამ, არ უნდა გასტანოს 20 წუთზე მეტხანს. ჩანიშვნებისთვის შეგიძლია გამოიყენოთ ამობეჭდილი მასალები ან კომპიუტერი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს კერძო მახასიათებლები ცალკეული წევრებისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თითოეული გადამზადება, რამდენად აღწევს დასახულ მიზნებს და რაოდენ სარგებლიანია სამუშაო შეხვედრები ან გასაუბრებები. დაარიგეთ დემოგრაფიის კითხვარი მონაწილეებს შორის და მიეხმარეთ შევსებაში, თუ ექნებათ მასთან დაკავშირებული შეკითხვები.
არ დაგავიწყდეთ, კვლავ გადაუხადოთ მადლობა მონაწილეებს გასაუბრების ბოლოს.
მოახსენეთ Tor-ის UX-გუნდს
დასასრულს, გადამზადების მწვრთნელთან შეთანხმებით, ითხოვეთ უკუკავშირი მონაწილეებისგან. თქვენ ორმა ერთად უნდა იზრუნოთ ჩანაწერების მონაწილეთათვის დარიგებაზე. თითოეულ მონაწილეს მიეცით განსხვავებული ფერის ბარათი, ცალკეული კითხვისთვის და სთხოვეთ, დაწერონ საკუთარი მოსაზრება: 1. შესწავლილი პროგრამის, მომსახურების ან უნარის შესახებ; 2. Tor-პროექტისა და 3. ზოგადად, Tor-ის შესახებ. გამოხმაურება შესაძლოა იყოს კითხვების სახითაც — დაიხსომეთ, ნებისმიერი სახის უკუკავშირი მისაღებია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოხმაურება თქვენგანაც. გვსურს გავიგოთ, როგორ ჩაიარა შეხვედრამ თქვენთვის, როგორ შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერის გაუმჯობესება და გეგმავთ თუ არა, განაგრძოთ, სამომხმარებლო კვლევების ჩატარება Tor-ზე, სამომავლოდაც. კვლევის დასრულების შემდგომ, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, მისამართის დართვით, რომ შევძლოთ გამოგიგზავნოთ მკვლევარის ნაკრები (მათ შორის მაისური და მისაწებებლები).
თუ მიგაჩნიათ, რომ არ გექნებათ დრო, მოხსენება სამომხმარებლო კვლევის ნიმუშის მიხედვით წარმოადგინოთ, სიამოვნებით მივიღებთ მოკვლეულ მასალებს სხვა სახითაც - მაგალითად, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ გადაღებული სურათები ან ჩანიშნული ჩანაწერები პირდაპირ, დაუმუშავებლად.
როგორ გადმოგზავნოთ თქვენი კვლევები
- დაწერეთ მოხსენება (დასაშვებია სიმარტივე).
- ატვირთეთ ჩვენს Gitlab-საცავში.
- წამოიწყეთ განხილვა, კვლევების საცავში.
- საშუალება მიეცემა UX-გუნდს, მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და გადამისამართდება შემმუშავებლებთან, საჭიროების შემთხვევაში.
დამატებითი ბმულები
Tor-პროექტიდან:
დანარჩენი ვებსივრციდან: