საიდან დავიწყო
თუ პირველად ატარებთ სამომხმარებლო კვლევას Tor-პროექტისთვის, გირჩევთ დაიწყოთ ამ კვლევებიდან. ორივე შეიძლება ჩატარდეს პერიოდულად და დაშორებულად.
მას შემდეგ რაც აირჩევთ კვლევას, წამოიწყეთ განხილვა ჩვენს GitLab-გვერდზე. მიუთითეთ კვლევის სათაური, შემდეგ აირჩიოთ სარგებლიანობის შემოწმების ნიმუში და შეავსეთ. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ განხილვის განახლება კვლევის მიმდინარეობისას.
კვლევისას შეგროვებული ყველა მონაცემი არ საჯაროვდება, თუმცა ძირითადი აღმოჩენები კი. მონაწილეთა პირადულობის დასაცავად, მათ პასუხებს ვაცილებთ ვინაობის მონაცემებს და ვცდილობთ ავირიდოთ ჩაწერა სეანსებისას.
If you're already familiar with the Tor Project and user testing, have a look at our current needs for user research and see which study better suits you. არ დაგავიწყდეთ მოგვწეროთ ელფოსტაზე, თქვენი გეგმების შესახებ, რომ შევძლოთ კვლევისთვის თვალის მიდევნება და მხარდაჭერა.
As a volunteer we also ask that you read and follow our Code of Conduct, as well our Guidelines for Research.
Why do we run Demographics?
ჩვენ არ აღვრიცხავთ პირად ინფორმაციას დემოგრაფიულ მონაცემებში და ყველა კითხვა ნებაყოფლობითია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შეგროვება, დაგვეხმარება გავარკვიოთ, რამდენად ვაღწევთ ჩვენს მიზნებს, განსხვავებული ხალხის სრულად მოცვის კუთხით. ამასთან, ამგვარი მონაცემები განსაკუთრებით საჭიროა კვლევებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდასაჭერად.
ჩვენ არ ვატყუებთ მონაწილეებს ჩვენ არ ვსვამთ თვალთმაქცურ კითხვებს ჩვენს კვლევაში. ჩვენ ველით გულახდილობას მონაწილეებისგან, შესაბამისად ჩვენც საპასუხო გულახდილობას ვიჩენთ, კითხვების შედგენისას. კვლევების გამჭვირვალობიდან გამომდინარე, ჩვენი კითხვარები, ანალიზები და მოხსენებები, ყველაფერი საჯაროა, ასე რომ, მონაწილეებს შეუძლიათ გადახედონ ძველ კვლევებს მონაწილეობამდე - თუმცაღა, ეს წინაპირობას არ წარმოადგენს.
მონაწილეებს არ ვუთვალთვალებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება. თუ მოგიწვევთ მონაწილეობისთვის, არ გადევნებთ თვალს და ნებისმიერი ჩანაწერი წაიშლება მოხსენების დასრულებისთანავე. მოხალისეებსაც ვურჩევთ საერთოდ არ ჩაწერონ სეანსები.
ღია წყარო პირადულობისთვის. ჩვენ ვიყენებთ თავისუფალ და ღია წყაროს პროგრამულ უზრუნველყოფას მონაცემების დასამუშავებლად და სწორედ იმავეს ვურჩევთ მოხალისეებსაც. აგრეთვე ვთხოვთ ყველას, რომ კვლევისას არ გამოიყენონ გარეშე მომწოდებლების ღრუბლოვანი მომსახურებები.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ჩვენ არ მივყვებით რამე დადგენილ წესს, გადაწყვეტილების მიღებისას. კვლევის ჩატარების შემდგომ, ბუნებრივია რომ სურვილი გექნებათ, თქვენი გამოხმაურება, რაც შეიძლება მალევე აისახოს. თუმცაღა, ჯერ ყველა მიღებული მონაცემის შიდა განხილვები უნდა გაიმართოს, Tor-პროექტზე მომუშავე სხვადასხვა გუნდებში. ეს კი ნიშნავს, რომ ხშირად, საჭიროა ერთი და იმავე კვლევის რამდენჯერმე ჩატარება, თქვენ მიერ გამოვლენილი შედეგების დასადასტურებლად, რომ შესაბამისობაში იყოს ინჟინრების, შემმუშავებლების, დიზაინერების, გამომცდელებისა და Tor-ის სხვა მონაწილეების მოლოდინებთან. Please read our Guidelines to get to know this process more.
საძიებელი
- გაეცანით მითითებებს, როგორ უნდა ჩატარდეს Tor-ის სამომხმარებლო კვლევა.
- გაეცანით და მიჰყევით Tor-ის ქცევის კოდექსს.
- თუ ჯერ არ გაქვთ, მოითხოვეთ Gitlab-ანგარიში.
- წამოიწყეთ განხილვა, UX-კვლევების საცავში.
- გაწევრიანდით tor-ის თარგმნის საფოსტო ჯგუფში.
- Learn more about our users by reading Tor's user personas.