Persona არის საშუალება, რომელიც გვიჩვენებს საჭიროებებს, მოსაზრებებსა და მიზნებს, მითითებული მომხმარებლების. ჩვენ შევქმენით Personas იმიტომ, რომ წაგვემართა ადამიანის საჭიროებებზე მიმართული დაგეგმვის პროცესები. გლობალურ სამხრეთში ჩვენი მოგზაურობის ნაწილს, 2018 და 2019 წლებში, შეადგენდა წარმატებული შესაძლებლობა შევხვედროდით განსხვავებული სახის არაერთ Tor-მომხმარებელს: დაწყებული სამართლიანობისთვის რიგითი მებრძოლებიდან, დამთავრებული ჟურნალისტებით, რომელთაგან თითოეულს საქმიანობისთვის სხვადასხვა მიზეზი გააჩნდა, თუმცა ყველანი ერთნაირად იყვნენ დამოკიდებულები პირადულობისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ხელსაწყოებზე, ინტერნეტთან წვდომისთვის. ერთობის გუნდთან ერთად, ვმუშაობთ რომ შევაგროვოთ და წარმოვადგინოთ მომხმარებლების თავს გადახდენილი ნამდვილი ამბები, შემდეგ კი გადავარჩიოთ მათგან სამაგალითოები. სწორედ ასე გამოვყავით Personas ჩვენი საველე კვლევიდან.

Tor Personas