ეს სახელმძღვანელო მოკლედ გაგარკვევთ, თქვენი გამსვლელი გადამცემის გაშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შენიშვნა: ეს ხ.დ.კ. მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ მოიცავს სამართლებრივ რჩევებს. ჩვენი მიზანია, ზოგადი აღწერა იმ სამართლებრივი საკითხების, რომლებიც ახლავს Tor-ს გამავალი გადამცემის გაშვებას. განსხვავებული გარემოებები და განსხვავებული სამართლებრივი ნორმები, გავლენას იქონიებს ზოგიერთი კითხვის პასუხზე. თუმცა, გთხოვთ ნუ იმოქმედებთ მარტო ამ ინფორმაციის საფუძველზე; თუ წააწყდებით რამე სამართლებრივ დაბრკოლებას, ხარვეზს, საკითხს, მონახეთ გამოცდილი, ლიცენზიის მქონე სამართალმცოდნე, რომელიც სრულად მიმოიხილავს თქვენს მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და მხოლოდ ამის მიხედვით დაიწყეთ საქმის წარმოება.
განთავსება
Tor უნივერსიტეტებში: იპოვეთ მოკავშირეები.
გაესაუბრეთ პროფესორებს (ან დეკანებს!), რომელთაც შეიძლება მოეწონოთ აზრი, მხარდაჭერის და/ან კვლევითი სამუშაოების, ინტერნეტში ვინაობის გაუმხელობის საკითხებზე. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ცალკე IP-შუალედი, რომელზე საჩივრების მიმღებად არ იქნება მითითებული, უნივერსიტეტის საჩივრებზე მომუშავე მთავარი გუნდი. საუკეთესო შემთხვევაში, კარგი იქნება ისეთი მისამართების გამოყენება, რომლებიც არ იქნება განკუთვნილი, IP-ით დამოწმებისთვის, საბიბლიოთეკო მომსახურებებით სარგებლობისას -- თუ უნივერსიტეტის IP-მისამართების მთლიან სივრცეს „დაშვებული“ აქვს წვდომა საბიბლიოთეკო მასალებთან, მაშინ უნივერსიტეტს უწევს სრული ზედამხედველობა თავისი თითოეული მისამართის. აგრეთვე წაიკითხეთ, როგორ გავუჩინო სურვილი ჩემს უნივერსიტეტს / ინტერნეტის მომწოდებელს / ან სხვას მხარი დამიჭიროს გამსვლელი გადამცემის გაშვებაში?
მონახეთ Tor-ისადმი კეთილგანწყობილი მომწოდებლები.
ინტერნეტის კარგი მომწოდებელია, რომელიც გთავაზობთ იაფად გამტარუნარიანობას და არ გამოიყენება Tor-ის ერთობის სხვა წევრების მიერ. სჯობს, წინასწარ დაეკითხოთ Tor-ის ერთობას, სწორია თუ არა თქვენი არჩევანი. ჩვენ ძალიან გვესაჭიროება დანაწილება და არ გამოგვადგება, თუ ბევრი გამავალი კვანძი, მხოლოდ ერთი კეთილგანწყობილი მომწოდებლის ქვეშ მოიყრის თავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დაამატეთ ინტერნეტის მომწოდებელი, GoodBadISP-გვერდზე.
ინტერნეტის მომწოდებლის მოსაძიებლად, გადახედეთ ფორუმებს ან საიტებს, სადაც ეწერება მათი უახლესი შეთავაზებები და დაუკავშირდით Tor-ის განთავსების თაობაზე. მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ მომწოდებელს, შეგიძლიათ მიჰყვეთ ორსაფეხურიან რჩევას TorServers.net-იდან.
იკითხეთ, მომწოდებელი წინააღმდეგი ხომ არაა Tor-ის გამსვლელის
დადებითი რეაქციის შემთხვევაში, ჰკითხეთ, თანახმა თუ არიან IP-შუალედის გადანაცვლების. თუ არა, შეგიძლიათ მაინც აუხსნათ, რომ საქმე ეხება არამომგებიან სერიოზულ დაწესებულებას, უსაფრთხოების ბევრი სპეციალისტით, რომ ეს ყველაფერი დიდ სარგებელს მოიტანს და განუმარტეთ, თუ რატომ დაეხმარება IP-ის გადანაცვლების შესაძლებლობა, დატვირთვის არიდებაში.
ორსაფეხურიანი მიდგომა უმეტესად, საშუალებას იძლევა საქმეში ჩაერთონ მხარდაჭერის სამსახურის ზედა დონის წარმომადგენლები, მათი ადრეულად შეშფოთების გარეშე, მიუხედავად იმისა, საბოლოოდ მიიღებთ თუ არა საკუთარ IP-შუალედს. აქაა ნიმუში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: შეკითხვა
სამართლებრივი
დარწმუნდით, რომ გაეცანით სათანადო სამართლებრივ ინფორმაციას ტელეკომუნიკაციების შესახებ, თქვენი ქვეყნისთვის (და იმ ქვეყნისთვის, სადაც განთავსების მომწოდებელია!).
სულ მცირე, დასავლეთის ქვეყნებში, უნდა იყოს წესდება, რომელიც ათავისუფლებს საკომუნიკაციო მომსახურებას, პასუხისმგებლობისგან. გთხოვთ დაამატოთ თქვენი ქვეყნის რეგულაციები ამ სიაში.
- აშშ: DMCA 512; იხილეთ EFF-ის სამართლებრივი ხ.დ.კ. Tor-ის გამშვებთათვის (მეტად გამოსადეგი სხვა ქვეყნებისთვისაც)
- გერმანია: TMG 8 და 15.
- ნიდერლანდები: Artikel 6:196c BW
- ავსტრია: ECG 13
- შვედეთი: 16-19 2002:562
თუ თქვენი ქვეყანა არაა აქ მოცემული და იცით სამართალმცოდნე, რომელსაც შეუძლია შემოგვთავაზოს მოსაზრება, გთხოვთ დაუკავშირდეთ Tor-პროექტს.
თუ წარმოადგენთ დაწესებულებას, რომელიც გაუშვებს გამავალ გადამცემს (ინტერნეტის მომწოდებელს, უნივერსიტეტს და ა.შ.), გთხოვთ აცნობოთ სამართალმცოდნეებს Tor-ის შესახებ.
მათთვის უმჯობესია Tor-ზე თქვენგან შეიტყონ, მშვიდ გარემოში, ვიდრე უცხოსგან ტელეფონით. გააცანით მათ EFF-ის სამართლებრივი ხ.დ.კ. Tor-ის გამშვებთათვის. EFF ასევე იძლევა სხვა სამართალმცოდნეებთან გასაუბრების საშუალებას, Tor-თან დაკავშირებულ საკითხებზე.
თუ არ წარმოადგენთ ორგანიზაციას, იფიქრეთ მის ჩამოყალიბებაზე!
არჩეული ფორმის მიხედვით, სამართლებრივ პირად დარეგისტრირება შესაძლოა დაგეხმაროთ პასუხისმგებლობის საკითხებში და ზოგადად, წარმოგაჩენთ უფრო გავლენიანად (და ნაკლებად გაუჩენს სხვებს თავდასხმის სურვილს). გერმანიაში Torservers.net-ის წარმომადგენლებმა მონახეს სამართალმცოდნე, რომელიც დათანხმდა თავის ოფისში „განთავსებაზე“. ახლა უკვე ისინი არამომგებიან კავშირს წარმოადგენენ ("eingetragener Verein, gemeinnutzig") დარეგისტრირებულს, სამართალმცოდნის ოფისში. რეგისტრაციის პროცესი იყო მარტივი და იაფი. სხვა ქვეყნებშიც მსგავსად იქნება. კიდევ ერთი უპირატესობა გაერთიანების მსგავსი საზოგადოებისა ისაა, რომ მისი მუშაობა შესაძლებელია გაგრძელდეს თქვენი წამოსვლის შემდეგაც, თუ სათანადო მემკვიდრეს იპოვით.
სასურველია, წინასწარ გააცნოთ Tor ადგილობრივ სამართალდამცველებს.
„კიბერდანაშაულით" დაინტერესებულ ხალხს, მეტად უხარიათ, როცა სთავაზობთ შეასწავლოთ Tor და ინტერნეტი უკეთ -- ისინი ჩვეულებრივ დაკავებულნი არიან თავიანთი საქმით და არ აქვთ საკმარისი წინაპირობა რომ იცოდნენ, საიდან დაიწყონ. მათთან დაკავშირება, საშუალებას მოგცემთ აუხსნათ, თუ რატომაა Tor სასარგებლო მსოფლიოსთვის (და რატომ არაა გამოსადეგი მხოლოდ დამნაშავეებისთვის). ამასთან, თუ მიიღებენ საჩივარს თქვენი გადამცემის შესახებ, შემოგხედავენ როგორც ამ საკითხის გამოცდილ მცოდნეს და არა შესაძლო დამნაშავეს.
საჩივრების გადაწყვეტა
პასუხი საჩივრებზე
თუ მიიღებთ დარღვევაზე საჩივარს, ნუ შეშინდებით! იხილეთ რამდენიმე რჩევა:
უპასუხეთ დარღვევაზე საჩივარს პროფესიონალური წესით, სათანადო დროში.
TorServers.net არის Tor-გამსვლელის საკმაოდ დიდი მმართველი და ძალიან ცოტა საჩივრებს ვიღებთ, განსაკუთრებით გატარებულ მონაცემების ოდენობასთან მიმართებით. უხეში დათვლით, 80% ავტომატური საჩივრებია და დანარჩენი, ჩვეულებრივ კმაყოფილდება ჩვენი ნაგულისხმევი პასუხით. წლებია, არ დაგვჭირვებია სამართალმცოდნის ჩარევა, ამ გვერდზე მოცემული რჩევებით ხელმძღვანელობის პირობებში.
გარდა იმისა, რაც მოცემულია მისამართზე Torservers.net, შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა გარემოებებზე მორგებული ნიმუშებიც, Tor-ის საჩივრებზე საპასუხოდ. იშვიათია შემთხვევა, რომელსაც ვერ მოერგება რომელიმე მათგანი.
თუ მიიღებთ მუქარის წერილს სამართალმცოდნისგან, დარღვევაზე ან DMCA-საჩივარს, მაინც ნუ შეშინდებით.
ჩვენ ჯერ არ გვსმენია შემთხვევაზე, რომელიც სასამართლომდე მისულა და თუ ასე მოხდება, ყველაფერს მოვიმოქმედებთ, რაც ჩვენს ხელთაა, თქვენს მხარდასაჭერად. შეგიძლიათ მოიძიოთ რომელი IP-მისამართი, დროის რომელ მონაკვეთში გამოიყენებოდა გამავალ გადამცემად საიტზე ExoneraTor. მიუთითეთ ეს ვებსაიტი თქვენს პასუხში საჩივარზე. თუ მიგაჩნიათ რომ დაგეხმარებათ, შეგვიძლია დასამოწმებლად წერილიც გამოგიგზავნოთ ხელმოწერით: მოგვმართეთ მისამართზე tor-frontdesk@torproject.org საჭიროების შემთხვევაში.
თქვენს პასუხში, მკაფიოდ განაცხადეთ, რომ არ ხართ პასუხისმგებელი, თქვენი კომპიუტერის გავლით გადამისამართებულ მასალებზე და დაურთეთ შესაბამისი სამართლებრივი წყაროები, თქვენი ქვეყნისთვის.
წინასწარ მოსამზადებელი საკითხები
მიიახლოვეთ WHOIS-მონაცემები მეტად.
მთავარი მიზეზი, რატომაც გამავალი გადამცემები ქრება არის ის, რომ ვისაც უწევს საჩივარის მიღება, ღელავს და გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ. თუ შეძლებთ მიიღოთ საკუთარი IP-ჯგუფი, მშვენიერი იქნება. თუ არა, ინტერნეტის ბევრ მომწოდებელს, აქვს შესაძლებლობა გადაანაცვლოს ქვეჯგუფები, თხოვნის შემთხვევაში. ARIN იყენებს SWIP-ს, ხოლო RIPE რაღაც მსგავსს. ასევე შეგიძლიათ დაურთოთ შენიშვნა თქვენს ჯგუფს, მიანიშნოთ რომ სარგებლობთ, როგორც ვინაობის გამხელისგან დაცვის მომსახურება (მაგალითად). თუ გაქვთ კითხვები ამ პროცესის შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტა tor-გადამცემების საფოსტო ჯგუფში და შევეცდებით უკეთ აგიხსნათ.
შექმენით ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, საჩივრების საკითხზე დაკავშირებისთვის.
მაგალითად, სამართალდამცავები გერმანიაში, მუდმივად იყენებენ ფაქსისა და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც ერთვის IP-ჩანაწერებს. Torservers.net სარგებლობს ფაქსიდან ელფოსტაზე გადამისამართების, უფასო გერმანული მომსახურებით call-manager.de და ასევე VoIP-ნომრით საიტიდან Sipgate.de.
სცადეთ გამსვლელის შეზღუდული დებულების გამოყენება.
შეზღუდული გამსვლელი დებულება ანაცვლებს ნაგულისხმევ გამსვლელ დებულებას. მისი მეშვეობით დაშვებულია ბევრი ინტერნეტმომსახურება, TCP-პორტების დიდი ნაწილის შეზღუდვის პირობებში. ეს მეტად ამცირებს იმის ალბათობას, რომ Bittorrent-ის მომხმარებელი აირჩევს ამ კვანძს და ასევე ამცირებს ან აქრობს DMCA-საჩივრების მიღების შანსს.
თუ გაქვთ საკუთარი გამოცდილება საჩივრების წინააღმდეგ, გაგვიზიარეთ ჩვენი ელფოსტის საჯარო ჯგუფში ან მოგვწერეთ მისამართზე frontdesk@torproject.org.
ტექნიკური
გთხოვთ, დასაწყისისთვის გაეცნოთ ყველა ტექნიკურ წვრილმანს. თუ რამე კითხვა გაქვთ ან დახმარება გჭირდებათ, დასაკავშირებლად იხილეთ tor-გადამცემები.
განათავსეთ ინფორმატიული ვებსაიტი გამსვლელის IP(ების) მე-80 პორტზე.
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადით, ეცოდინება ხალხს, ამ IP-ებიდან მომდინარე კავშირების უკან რა არის. მარტივი განცხადება, რომელიც ცალკე ვებსერვერის გარეშეც შეიძლება განთავსდეს, არის „DirPortFrontPage“ მითითება.
შეეცადეთ გამოიყენოთ ცალკე IP-ები, შესაძლებლობის შემთხვევაში ცალკე აპარატურაც.
დისკის დაშიფვრა გამოსადეგია თქვენი კვანძების გასაღებების დასაცავად, თუმცა მეორე მხრივ, დაუშიფრავი კომპიუტერები, უფრო ადვილი „შესამოწმებელია“, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი აზრით, ალბათ უმჯობესია მარტივად შეგეძლოთ ჩვენება, რომ უბრალოდ გიყენიათ Tor-ის გამსვლელი და სხვა არაფერი (შესაბამის IP-ზე ან სერვერზე).
დააყენეთ უკუ-DNS ისეთზე, რომელიც მიუთითებს მისი გამოყენების შინაარსზე, მაგ. 'anonymous-relay', 'proxy', 'tor-proxy'. შედეგად, როცა ხალხი ნახავს IP-მისამართს აღრიცხულ ჩანაწერებში, სწრაფად შეძლებენ გაერკვნენ, რასთან აქვთ საქმე. თუ იზამთ და თუ SMTP დაშვებულია თქვენს გამსვლელ დებულებაში, ჯობია გამართოთ SPF თქვენს დომენზე: ეს დაგიცავთ მომხმარებლებისგან, რომლებიც იყენებენ თქვენს კვანძს ელფოსტის გასაყალბებლად, თითქოს თქვენ აგზავნიდეთ.