ყველაზე მეტად უსაფრთხო და მარტივი გზა Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად, Tor-პროექტის ოფიციალური ვებსაიტია https://www.torproject.org/ka/download. თქვენი კავშირი საიტთან დაცულია HTTPS-არხით, რომელიც არ აძლევს უცხო პირებს კავშირში ჩართვის ან გვერდის გაყალბების საშუალებას.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა არ იყოს შესაძლებელი Tor-პროექტის საიტთან წვდომა: მაგალითად, როცა შეზღუდულია თქვენი ქსელიდან. ასეთ შემთხვევებში, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მითითებული გზები.
ბმულის ასლები
თუ ვერ ახერხებთ Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვას Tor-პროექტის მთავარი საიტიდან, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმულის ოფიციალური ასლები, EFF, Calyx Institute ან CCC.
GetTor
GetTor წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც წერილზე პასუხის სახით ავტომატურად აგზავნის Tor-ბრაუზერის უახლესი ვერსიების ჩამოსატვირთ ბმულებს, განთავსებულს სხვადასხვა საიტებზე, როგორიცაა Dropbox, Google Drive და GitHub.
GETTOR-ის გამოყენება ელფოსტით:
გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org და შიგთავსში ჩაუწერეთ უბრალოდ „windows“, „osx“ ან „linux“ (ბრჭყალების გარეშე), თქვენი სისტემის შესაბამისად. აგრეთვე, შეგიძლიათ დაურთოთ ენის კოდი, Tor-ბრაუზერის ინგლისურისგან განსხვავებულ ენაზე მისაღებად. მაგალითად, Tor-ბრაუზერის ჩინურ (ჩინეთი) ენაზე ჩამოსატვირთად Windows-ისთვის, გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org სიტყვებით „windows zh_CN“.
GetTor ავტომატურად უპასუხებს წერილს ელფოსტაზე ბმულებით, რომლებითაც შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერის დასაყენებელი პროგრამა, დაშიფრული ხელმოწერით (გამოსადეგია ჩამოტვირთული ფაილის ნამდვილობის შესამოწმებლად), ერთგვარი გასაღების ანაბეჭდით, რომელიც წარმოადგენს ფაილის სადარჯამს. ასევე შესაძლოა შემოთავაზებული იყოს არჩევანი, „32-ბიტიანი“ ან „64-ბიტიანი“ ვერსიის: ეს დამოკიდებულია, კომპიუტერის სისტემაზე.