სურვილის შემთხვევაში, Tor-ბრაუზერი სატარებლადაც გამოდგება, არქივის შიგთავსის ამოღებითა და განთავსებით პირდაპირ მოსახსნელ მოწყობილობაზე, როგორიცაა USB-მეხსიერება ან SD-ბარათი. სასურველია, მოწყობილობას ჰქონდეს ჩაწერის შესაძლებლობაც, რომ Tor-ბრაუზერმა შეძლოს განახლება საჭიროებისას.
Windows-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. ნებისმიერი საფაილო სისტემა გამოდგება.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Windows-ზე
.exe
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ
.exe
ფაილზე და დაიწყება დაყენება.მას შემდეგ, რაც დაყენების მეგზური მოითხოვს მდებარეობის შერჩევას Tor-ბრაუზერისთვის, მიუთითეთ თქვენი მოსახსნელი მოწყობილობა.
macOS-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. საფაილო სისტემად აუცილებლად უნდა მიუთითოთ macOS Extended (Journaled).
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ macOS-ის
.dmg
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ
.dmg
ფაილზე და დაიწყება დაყენება.მას შემდეგ, რაც დაყენების მეგზური მოითხოვს მდებარეობის შერჩევას Tor-ბრაუზერისთვის, მიუთითეთ თქვენი მოსახსნელი მოწყობილობა.
GNU/Linux-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. ნებისმიერი საფაილო სისტემა გამოდგება.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Linux-ის
.tar.xz
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი განათავსეთ აგრეთვე ამ მოწყობილობაზე.