თუ პირადი მონაცემები, როგორიცაა ანგარიშის სახელი და პაროლი, ინტერნეტით დაუშიფრავად გადაიცემა, მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მეთვალყურეებისთვის. საიტის ანგარიშზე შესვლისას, დარწმუნდით რომ ეს საიტი უზრუნველყოფს HTTPS-დაშიფვრას, რომელიც დაგიცავთ ინფორმაციის ამგვარი სახით ხელყოფისგან. ამის გადამოწმება შეგიძლიათ მისამართების ველიდან. თუ თქვენი კავშირი დაშიფრულია, მისამართის თავსართი იქნება „https://“ და არა „http://“.
შემდეგი გამოსახულება აჩვენებს, თუ რა ინფორმაციაა ხილული მეთვალყურეებისთვის, Tor-ბრაუზერითა და HTTP-დაშიფვრით ან მათ გარეშე:
- დააწკაპეთ „Tor-ის“ ღილაკს რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, Tor-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ იმის მისანიშნებლად, რომ Tor ჩართულია.
- დააწკაპეთ „HTTPS-ის“ ღილაკზე, რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, HTTPS-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ, იმის მისანიშნებლად, რომ HTTPS ჩართულია.
- როდესაც ორივე ღილაკი მწვანეა, თქვენ იხილავთ, თუ რამონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, ორივე მათგანით სარგებლობისას.
- როდესაც ორივე ღილაკი ნაცრისფერია, თქვენ იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, როცა არცერთ მათგანს არ იყენებთ.




შესაძლო ხილული მონაცემები
- Site.com
- მონახულებული საიტი.
- user / pw
- შესვლისას გამოყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
- data
- გადაგზავნილი მონაცემები.
- location
- ქსელის მისამართი, რომელსაც კომპიუტერი იყენებს საიტზე შესვლისას (გარე IP-მისამართი).
- Tor
- გამოყენებულია თუ არა Tor.